ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ფეისბუქჩართვამ საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. კადრში ჩანს, როგორ ექცევა მამაკაცი ძაღლს, რომელიც უნდა გაპარსოს. ფეისბუკმომხმარებლების კრიტიკას თამაზ ელიზბარაშვილი თავშესაფრის ფეისბუკგვერდზე გამოეხმაურას:
„კლავიატურის ლომებო, მოგწერეთ ზევით ვინ არის ეს კაცი, ლეკვებს ყიდის თუ ფოჩებიან სიკოებს მე არ მაინტერესებს. გარკვეული საფასურით ასე დადის გამოძახებაზე და პარსავს და ვარცხნის ძაღლებს. დიდი ტანის ძაღლს პარსავს 30 ლარად, საშუალოს 20 , პატარას 10 ლარად. გამოვიძახე, მოურიგდი ფასზე და მესამე დღეა პარსავს თავშესაფარის ძაღლებს. ყველა ძაღლის გაპარსვა, რაც კი გაპარსა ამ სამი დღის განმავლობაში, გადაიცემოდა პირდაპირ ლაივში და დევს ჩვენ ფბ გვერდზე. მეც არ მომეწონა მისი გუშინდელი საქციელი. არც ფული გადაუხადე და დავემშვიდობე. შეიძლება მარტო შენიშვნა მიმეცა და დარჩენილი 261 ძაღლიც გაეკრიჭა, მაგრამ თქვენმა ორკესტრირებულმა ლანძღვამ გადამაწყვეტინა მასთან მოლაპარაკების გაწყვეტა. ახლა თქვენი იმედი მაქვს, რომ ამ ფასად მომიძებნით ძაღლების ,,პარიკმახერს,, ან თქვენ მობრძანდებით მოხალისედ. მაგრამ იმდენი თქვენ რა გითხრათ, რაც მომსვლელები არ ხართ. მხოლოდ აქ, კლავიატურასთან ხართ მაგარი სირები.
ვიმეორებ , ეს კაცი არის ძაღლების ,,პარიკმახერი,, გამოძახებით და არა ჩვენი თანამშრომელი.
სამი დღე იმუშავა, ბოლოს უხეშად მოიქცა, არც ფული გადაუხადეთ და გაუშვით. რა უნდა გვექნა? უნდა გვეცემა?“- ნათქვამია ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში.
მასალის გამოყენების პირობები






