დილის სექსი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ამ დროს ორგანიზმი ანტისხეულებს გამოიმუშავებს, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებს და ნაკლები შანსია, გრიპი ან სხვა რომელიმე ინფექცია გადაგედოს.
სამსახურში დაგვიანების შიში ნუ გექნება: უბრალოდ, მაღვიძარას დაპაუზების ნაცვლად, გამოფხიზლდი და ის დრო სექსს მოახმარე, შემდეგ შხაპი პარტნიორთან ერთად მიიღე. საუზმის მირთმევაც გაგიადვილდება – ახალგაღვიძებულზე ჭამა ყველას გვეზარება, სექსის შემდეგ კი ყველაფერს მადიანად გადასანსლავ და სამსახურისკენ მხნედ გაემართები.
სექსი დილით უფრო ხანგრძლივი და ხარისხიანია: მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე დილით გაცილებით მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ადვილად ახერხებს აღგზნებას, არამედ ამ მდგომარეობას უფრო დიდხანს ინარჩუნებს.
სექსი დღის დაწყების საუკეთესო საშუალებაა. ამბობენ კიდეც – დილას როგორც დაიწყებ, მთელ დღესაც ისე გაატარებო. დადებითი ემოციით გაღვიძება ნამდვილად დაგეხმარება, მომდევნო 24 საათის განმავლობაში კარგი განწყობა შეინარჩუნო. თანაც ცნობილია, რომ დილით სექსით დაკავება ადამიანს ოპტიმისტურ განწყობაზე აყენებს: ამ დროს ორგანიზმი „ჩახუტების ჰორმონს“ – ოქსიტოცინს გამოიმუშავებს, რომელიც პარტნიორის მიმართ სიახლოვის გრძნობას უფრო აღვივებს და თბილი ემოციები მთელი დღის განმავლობაში მიჰყვება. სულ ცოტა, სამსახურისკენ მიმავალ გზას მაინც გაიხალისებ.
მასალის გამოყენების პირობები






