ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვა საბჭოურ და შევარდნაძის ეპოქაში დაბრუნებაა
საზოგადოება - 19:46, 03 Oct, 2013     4881
საქართველოს პარლამენტმა დაიწყო კონსულტაციები ახალ კანონპროექტზე, რომლითაც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვაზე გამონაკლისი წესდება. პროექტი ჯერ შეჩერებულია მაგრამ სერიოზულად იხილება შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე მოხვდნენ უნივერსიტეტში თუ მათ „განსაკუთრებული ნიჭი“ გააჩნიათ. „რეფორმატორთა კლუბის“ აზრით, ეს საბჭოურ და შევარდნაძის ეპოქაში დაბრუნებაა. გამონაკლისების დაშვება დაანგრევს განათლების რეფორმის ერთ-ერთ მთავარ მიღწევას - სამართლიანობას.

ჩვენ ვთვლით, რომ ნებისმიერი გამონაკლისი იწვევს კორუფციას. არ არსებობს და ვერც იარსებებს „განსაკუთრებული ნიჭის“ განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პრინციპები. დღეს ამ ჯგუფში მოხვდა ორი მუსიკოსი, ხვალ იქნებიან მოცეკვავეები, ზეგ - პინგ-პონგის მოთამაშეები, მაზეგ - ფეხბურთელები და ა.შ. რა, კარგი ფეხბურთელი ნაკლებად ნიჭიერია ვიდრე მუსიკოსი?!
ეს ყველაფერი გამოიწვევს კორუფციულ გარიგებებს და დაგვაბრუნებს დროში, როდესაც საქართველოს სხვადასხვა ნაკრებებში, ფულის სანაცვლოდ, წერდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან შორს იყვნენ ამა თუ იმ სფეროსგან, მაგრამ ასეთი გამონაკლისებით და ქვოტებით ხვდებოდნენ უმაღლესებში.

ასევე მიუღებელია წინადადება, რომ ოლიმპიადების გამარჯვებულები უგამოცდოდ ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში, რადგან არ არსებობს სასწავლო ოლიმპიადების აკრედიტაციის და ლიცენზირების რეგულაციები, რაც ასევე გამოიწვევს კორუფციულ გარიგებებს. ანუ, ჩატარდება „ყალბი“ სასწავლო ოლიმპიადები, რათა ქრთამის სანაცვლოდ მოხვდნენ ახალგაზრდები უნივერსიტეტებში.

კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ არსებული სისტემა ჩაგრავს ნიჭიერ ახალგაზრდებს და მუსიკოსმა არ უნდა ჩააბაროს ზოგადი უნარების გამოცდა, რომ კონსერვატორიაში სწავლის უფლება მოიპოვოს, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ მაგალითად, კონსერვატორიის დიპლომს აქვს იგივე ძალა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს და ამ დიპლომით ადამიანს შესაძლებლობა აქვს საჯარო სექტორში დასაქმდეს. ანუ, ახალგაზრდა, რომელმაც ჩააბარა ეროვნული გამოცდები და ისწავლა 4-6 წელი, სახელმწიფო სამსახურში აყვანისას იქნება იგივე პირობებში, როგორშიც ახალგაზრდა, რომელიც უგამოცდოდ ჩაირიცხა უნივერსიტეტში.
თუ კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ არსებული სისტემა ეწინააღმდეგება ნიჭიერი მუსიკოსების და კონსერვატორიის ინტერესებს, „რეფორმატორთა კლუბი“ გთავაზობთ, რომ განხილულ იქნას შესაძლებლობა, რომ კონსერვატორია დაექვემდებაროს კულტურის სამინისტროს, მაგრამ კანონით შეიქმნას გარანტიები, რომ კონსერვატორიის დიპლომით საჯარო სამსახურში ადამიანი არ დასაქმდეს.

სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი გამონაკლისების დაშვება გამოიწვევს განათლების სისტემის რღვევას და კორუფციის აყვავებას.


დიმიტრი შაშკინი 

"რეფორმატორთა კლუბი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42