ამხანაგობა „აქოლისი“ ქ. მცხეთის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭოს წევრებს შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:56, 06 Jun, 2019     1520
5 ივნისს, ამხანაგობა „აქოლისი“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელებთან ერთად „ქ. მცხეთის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭოს“ შეხვდა. საბჭო ქალაქ მცხეთის მერიის წევრებისგან არის დაკომპლექტებული. მასში - მცხეთის მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი რევაზ მამულაშვილი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ერთიანდებიან.


31 მაისს, პირველი ეტაპის დოკუმენტური მასალა „აქოლისმა“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს წარუდგინა. დღევანდელი შეხვედრის მიზანი კი „აქოლისის“ მიერ შესრულებული პირველი ეტაპის სამუშაოების საბჭოსთვის გაცნობა იყო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მხარეებმა ძირითადი ყურადღება მორატორიუმსა და ქალაქგეგმარებით საკითხებზე გაამახვილეს.

„აქოლისის“ თავმჯდომარე აკაკი ზერეკიძემ აღნიშნა, რომ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს თანამონაწილეობითი დაგეგმვა წარმოადგენს. შესაბამისად, „აქოლისი“ საბოლოო დოკუმენტის შემუშავებამდე დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებსა და შეხედულებებს მოისმენს.

დღევანდელ შეხვედრაზე, „აქოლისმა“ დამსწრეებისგან ის რეკომენდაციები და ქ.მცხეთის განვითარებასთან დაკავშირებული მოსაზრებები მოისმინა, რომელიც სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავებისას იქნება გათვალისწინებული.

მსგავის ტიპის შეხვედრები უკვე გაიმართა ქალაქ მცხეთის მოსახლეობასთან, ქ.მცხეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ქალაქ მცხეთის სასტუმროებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასა და მედიის წარმომადგენლებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42