აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის ასლან აბაშიძის შვილი გიორგი აბაშიძე სამშობლოში დაბრუნებას და ბიზნესსაქმიამობას გეგმავს. ამის შესახებ გიორგი აბაშიძე "კომერსანტთან" საუბრობს.
"პრობლემა არ მაქვს საქართველოში ჩამოსვლის, ახლა ევროპაში რაღაც საქმეები მაქვს და როგორც კი მოვრჩები, სამშობლოში დავბრუნდები. მე საერთოდ საქართველოში ცხოვრებას ვაპირებ, უბრალოდ ჯერ არ გადამიწყვეტია, თბილისში დავსახლდები თუ ბათუმში. შინაგანად ისეთი ადამიანი ვარ, უსაქმურად ვერ გავჩერდები. ამ ეტაპზე ალბათ, საქართველოშიც ბიზნესით დავიწყებ, რადგან ამ მხრივ დიდი გამოცდილება მაქვს. პოლიტიკისკენ არასდროს მქონია შინაგანი მისწრაფება და და არც ახლა მაინტერესებს, მაგრამ თუ ჩემს სამშობლოს რამენაირად დავჭირდები, რა თქმა უნდა, ყველანაირ ხერხს ვიხმარ“, – აცხადებს გიორგი აბაშიძე.
მასალის გამოყენების პირობები






