ჩვენც დავფიქრდით და მივხვდით, რომ ასეთი გარემოს შექმნა საქართველოში, ჩვენს ბანკშიც შეგვიძლია. ფაქტია, ადამიანებს, ამ შემთხვევაში კი, კრედო ბანკის დეველოპერებს, დატვირთულ რეჟიმში უწევთ საკუთარი საქმის კეთება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მათ მაქსიმალურად ჰქონოდათ განმუხტვის შესაძლებლობა. წარმოიდგინეთ, Avenger-ები საკუთარი „შტაბის“ გარეშე, ან აწ უკვე განსვენებული ტონი სტარკი საკუთარი ლაბორატორიის გარეშე. შეუძლებელია, არა? ჩვენთვისაც. ხოდა, ავდექით და შევქმენით Digital Hub ჩვენი ციფრული მხარდამჭერებისთვის — დეველოპერებისთვის.

რა ხდება Digital Hub-ში?
ეს კრედო ბანკის დეველოპერებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცეა, რომელიც აღჭურვილია ლაუნჯით, რომელშიც შეხვდებით (თქვენ რა, ჩვენი დეველოპერები შეხვდებიან) ტელევიზორს, XBOX-ს, პუფების დაფარულ იატაკს , ბიბლიოთეკას და სხვადასხვა სახის გასართობ მაგიდებს. Digital Hub -ში ასევე განთავსებულია სამზარეულო. საოცრად კომფორტულ სამუშაო გარემოს, ასევე, თვითონ სამუშაო ოთახებიც ქმნიან — ბრენდის ელემენტებითა და კოდის მიხედვით შექმნილინ დეკორატიული ინტერიერი; შეხვედრების ოთახი და მოკლედ, ყველაფერი, რაც საქმის კეთებისთვის ადამიანს გაუხარდება.
კრედო ბანკი მუდამ საკუთარი თანამშრომლების კომფორტისა და სიმშვიდის სადარაჯოზე დგას, ეს კი იმის წყალობით ხდება, რომ კრედოს თანამშრომლებიც გაკეთებული საქმის ხარისხისა და საკუთარი დამსაქმებლის კეთილსინდისიერების სადარაჯოზე დგანან.

პ.ს. ჩვენი დეველოპერები, უკვე Digital Hub-ში კომფორტულად მოკალათებული გადაჰყურებენ სივრცეს და ფიქრობენ, საკუთარ საქმეს დღეს რა არგეს.
შენც შეგიძლია გახდე კრედოელი!
www.credobank.ge
მასალის გამოყენების პირობები






