ვისოლმა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე გორის დასვენებისა და მომსახურების კომპლექსზე ელექტრომობილების სწრაფდამტენი სადგურის გახსნით აღნიშნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:48, 05 Jun, 2019     1283

„ვისოლმა“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე ელექტრომობილების სწრაფდამტენი სადგურის გახსნით აღნიშნა და ეკო მეგობრული ტრანსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად აქცია. ზაფხულის დასასრულამდე ვისოლი ელექტრომობილების სწრაფდამტენ კიდევ ერთ ავტოგასამართ სადგურს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე განთავსებულ დასვეებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე გახსნის და მომავალში მსგავსი ავტოგასამართი სადგურების ქსელს კიდევ უფრო გააფართოებს. გარემოს დაცვის დღეს სწრაფდამტენი სადგური მომხმარებელს უფასოდ მოემსახურება.

„ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთო ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა, შესაბამისად ის, რომ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელს ელექტრომობილების სწრაფდამტენი სადგურიც შეემატა, ეს ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, ელექტრომობილი ეკო-მეგობრული ტრანსპორტია, მას არავითარი გამონაბოლქვი და ემისია არ აქვს, უხმაუროდ მოძრაობს და სრულად ესადაგება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დევიზს. „ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს“ და მივესალმებით მსოფლიო ტენდენციებს, რომელსაც საქართველომაც აუბა მხარი და გპირდებით, რომ სქართველოს ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად, ელექტრომობილების მძღოლებს მოძრაობის სრულ კომფორტს შევუქმნით, რადგან სწრაფდამტები სადგური მაქსიმუმ 20-30 წუთში უზრუნველყოს ავტომობილის სრულ გამართვას“, - აცხადებს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლი“ ელეტქრომობილების დამტენების ქსელს კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით ავითარებს. „ი-სპეისი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარიზაციას. ვისოლმა ელექტრომანქანის დამტენი პირველი სადგური თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ-ზე არსებულ ავტოგასამართ სადგურზე გახსნა.

„ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით „ვისოლი“ საცალო ბაზრის ლიდერია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42