"2 მილიონიანი საიდუმლო" - ცოლმა ქმარი დაასაფლავა, 2 წლის შემდეგ კი მამაკაცი ცოცხალი ნახეს
ეს საინტერესოა - 13:10, 05 Jun, 2019     5704

რამდენიმე წლის წინ, 54 წლის იგორ ვოროტნიკოვმა, რომელიც იმ დროისთვის აშშ-ში ცხოვრობდა, საკუთარი სიცოცხლე 2 მილიონ დოლარად დააზღვია. მისი თქმით, მას გული აწუხებდა. ანდერძის თანახმად, იგორის სიკვდილის შემთხვევაში აღნიშნული თანხა სადზღვევო კომპანიას ოჯახისთვის უნდა გადაეხადა.

სადაზღვევო პოლისის გაფორმებიდან 1 წლის შემდეგ ვოროტნიკოვი 2 კვირით კიშინიოვში ჩავიდა. რამდენიმე კვირაში იგორი გულის შეტევით საავადმყოფოშ დაწვა. მის სანახავად ცოლი ირინა და შვილი ჩამოვიდნენ, თუმცა მალე კვლავ შტატებში დაბრუნდნენ.

სამი თვის შემდეგ კიშინოვთან ახლოს მდებარე სოფელში, გზის პირას აღმოაჩინეს მამაკაცის გვამი, რომელსაც თან იგორ ვოროტნიკოვის საბუთები, მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები ჰქონდა. გვამი საგრძნობლად იყო გახრწნილი. გვამი კიშინიოვის სახზელმწიფო მორგში გადაასვენეს. ექიმის დასკვნით, იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.

გვამის ამოსაცნობად მოლდავეთში ირინა ვოროტნიკოვა ჩამოვიდა. მან იგორი ამოიცნო და შვილებს შეატყობინა მამის გარდაცვალების თაობაზე. გვამს კრემაცია გაუკეთდა და ირინამ ფერფლი აშშ-ში ჩაიტანა, სადაც იგი მინეაპოლისის სასაფლაოზე დაკრძალეს, შესაბამისი რიტუალების დაცვით. შვილებზე მამის სიკვდილმა მძიმედ იმოქმედა.

გასვენებიდან 3 დღის შემდეგ ირინამ ოფიციალურად მოითხოვა სადაზღვევო თანხა. მათ ოჯახს გარდაცლილის გვამის ფოტო მოსთხოვეს, მაგრამ ვოროტნიკოვებს ყველაფერი კარგად ჰქონდათ დაგეგმილი - აფიორაში ჩართული იყო ექიმიც, სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელიც და პოლიციელებიც. პოლიციელმა და ექიმმა-კრიმინალისტმა განაცხადეს, რომ გვამის აღმოჩენისას მათ თან ფოტოაპარატი არ ჰქონდათ. დანარჩენი საბუთები წესრიგში იყო და ირინამ 2 მილიონი დოლარი მიიღო. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს თანხა მოლდავეთის, შვეიცარიისა ფა უნგრეთის ბანკების საბანკო ანგარიშებზე გადაირიცხა.

მამის დაღუპვიდან 1 წლის შემდეგ, უფროსი შვილი მოლდავეთში მეგობრის ოჯახს სტუმრობდა, როდესაც მოულოდნელად მამა დაინახა. შოკირებულმა შვილმა განგაში ატეხა და მშობლები იძულებული გახდნენ მისთვის "ორმილიონიანი საიდუმლო" გაემხილათ.

თითქოს ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ რამდენიმე თვეში ანონიმმა პირმა FBI-ში დარეკა და სამართალდამცავებს ყველაფერი შეატყობინა. მათ მთელი ოჯახი დააპატიმრეს და საქმე სასამართლოს გადასცეს. თავიდან იგორი აცხადებდა, რომ ის გაიტაცეს და ეს აფიორა არა მისი, არამედ "უვნობი პირების" მოწყობილია, რომელთაც სიკვდილის მუქარით აიძულეს იგი მომხდარზე ხმა არ ამოეღო. პოლიციამ მათ ძებნა დაიწყო, მაგრამ უფროსი შვილი მალევე გატყდა და ყველაფერი გაამხილა.

2017 წელს ირინა ვოროტნიკოვას 3 წელი მიუსაჯეს, შვილებს 3-3 წელი პირობითი, 2018 წელს ნოემბერში, მინეაპოლისში დაიწყო იგირ ვოროტნიკოვის სასამართლო, რომელზე განაჩენსაც ამა წლის ივლისში გამოიტანენ. ოჯახს ბუნებრივია, მიტაცებული 2 მილიონის დაბრუნება მოუწევს, ხოლო მოლდავეთის პოლიციას ერთადერთი თავსატეხი დარჩა - ვინ იყო ის გარდაცვლილი მამაკაცი, რომელსაც კიშინიოვის მორგში კრემაცია გაუკეთდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42