"რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა დავაკავოთ ის ლაწირაკი ჩოკუტაევი, თბილისამდე ჩამოვიყვანოთ და ვაიძულოთ, სასამართლოს წინაშე წარდგეს. აი, ეს არის გასაკეთებელი ყოველგვარი წივილ-კივილის და ხმაურის გარეშე. ეს უპატრონოები კოკა ყანდიაშვილზე იძახდნენ, მისი გაკეთებული იქნებაო. ყანდიაშვილი რისი გამკეთებელია? ვერ ხედავთ, რა ტექნიკით არის გაკეთებული, სულ კოსმოსიდან გადაღებული ფოტოებია?! თუ, იმდენი არ იცოდა კოკა ყანდიაშვილმა, რომ ყველაფერს გამოიძიებდნენ?!
ახლა, მთელი მსოფლიო უნდა ჩავრიოთ, რომ ის ყირგიზი ბიჭი თბილისამდე ჩამოვიყვანოთ, თორემ ომს ვერ გამოვაცხადებთ აფხაზეთთან. გუშინ მოვისმინე, "დიდი ისტორიკოსი" რომ გვყავს - სიმონ მასხარაშვილი, ეგ ამბობდა, მინდა მოვესწრო, კრემლის ნანგრევებზე ქართული დროშა რომ ფრიალებდესო. რისი ამფრიალებელი ხარ, შე რეგვენო, 3 მილიონიანი ქვეყნით?! თუნდაც 9 მილიონი რომ ვიყოთ ჩვენ რუსეთს ავუფრიალებთ ქართულ დროშას კრემლის ნანგრევებზე?!.. ამ სისულელეებით აგიჟებენ ხალხს. ასეთი სისულელეებით იყო გაჟღენთილი ჩვენი ბედოვლათი პრეზიდენტის მთავრობა... სააკაშვილი ხომ ჩვეულებრივი სულელია და მაგან გაასულელა მთელი საქართველოც", - წერს ცნობილი მსახიობი დიმა ჯაიანი.
დიმა ჯაიანი, აფხაზეთის კულტურის მინისტრი 3 ოქტომბერი "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები