
ნიკა გვარამია:
ბატონო დავით, ამ პოსტის ლოგიკით, თქვენ სისხლის სამართლის დამნაშავე ხართ, ქვეყნის გამანადგურებელი ივანიშვლის ხელისუფლების მოსვლაში ხელის შეწყობისთვის და რუსეთის აგენტურული ქსელის მიერ ქვეყნის მართვის ნებსით თუ უნებლიედ უზრუნველყოფაში. გაწყობეთ ეგეთი "რასკლადი"?
დავით ზურაბიშვილი:
ჩემი და ადეიშვილის შედარება ძალიან სასაცილოა, ღმერთმანი. არანაირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არ მაქვს მე ლაპარაკი. პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა სხვა ოპერაა. სწორედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვგულისხმობ და მაქვს სრული საფუძველი ასეთი აზრი მქონდეს, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს და რას აპირებს ხელისუფლება. აბა სასამართლო რომ პროკურატურის ჩმორი იყო, ეს რაღაც თავისთავად გამოვიდა, თუ შემთხვევით შემოგიჩმორდათ ხელში? ამას ხომ ჰყავდა თავისი იდეოლოგები, შემსრულებლები და სწორედ ზურაბ ადეიშვილი იყო აქ მთავარი ფიგურა. ეს ხელისუფლება რომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას თავს ვერ აბამს, თუნდაც იმიტომ, რომ მისი მომსახურე პერსონალის დიდი ნაწილი ახლა საკუთარ მომსახურე პერსონალად ჰყავს გადაქცეული, ეს კიდევ ცალკე ამბავია.
ნიკა გვარამია:
არ გადარებთ. მაგ მასშტაბი არც და ვერც გექნებოდა დათო, შენთან ბოდიში. აზრი შეგიძლია ნებისმიერი გქონდეს, ისევე როგორც მე - და გამოვხატე კიდეც კომენტარში. სასამართლო რატომ გახდა ჩმორი, მაგაზე ბევრია იმ ინტერვიუში და ჩემი აზრიც ემთხვევა შენსას - ეს არ მომხდარა შემთხვევით და იყო უდიდესი შეცდომა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება ამაზე თუ არა, ამაზეა ლაპარაკი და იურისტებს და უფლბადამცველებს კი უნდა ესმოდეთ, რომ არა.
დავით ზურაბიშვილი:
ეგღა მაკლია ადეიშვილის მასშტაბები მქონდეს. მეტსახელიც კი "პატარა კაცი" ჰქონდა და არა ფიზიკური მონაცემების გამო (სხვათა შორის ნაცმოძრაობის ლიდერები იხსენიებდნენ ასე შინურულ წრეში). სულით პატარა კაცია - ნიჭიერი, კვალიფიციური, მაგრამ სოციოპათი.
ნიკა გვარამია:
ეს ახლა ძალიან სამარცხვინო რამე დაწერე.
დავით ზურაბიშვილი:
მე ვწერ იმას რაც ფაქტია. სამარცხვინო რაღაცეებს კი შენ წერ. რადგან მასთან შედარება, თან იმ კონტექსტში, რომ ის თურმე ძალიან დიდია, მე კი ძალიან პატარა, უკიდურესად შეურაცხმყოფელია ჩემთვის. ვის რა მასშტაბი აქვს ცხოვრებაში, გაარკვევენ როგორმე უჩვენოდ. და სწორედ რომ სამარცხვინოა ადამიანს უთხრა შენ პატარა კაცი ხარ და დიდ კაცს რას შეწვდებიო. თან ვის? ვის? მართლა რაღაც მორალური სტანდარტის მაგვარი ხომ უნდა არსებობდეს, ამის ღმერთი არ იყოს პოლიტიკაში?
ნიკა გვარამია:
დათო, შენ ვინ გძულს და რა მოტივით, ვისთან შედარება გესაზიზღრება, შენი საქმეა და შენი გადასაწყვეტია. პირად სივრცეში გადასვლა და პატარა კაცის ძახილია უშნო ამბავი, თორემ დანარჩენი შენი გადასაწყვეტია, რას იტყვი. ისევე როგორც, ჩემი გადასაწყვეტია, ვიზე რას ვფიქრობ და ვის ვის შევადარებ. პატარა კაცი და მორალური ინვალიდი რა შეფასებაა ახლა, რა საჭიროა, ან რა შენი ჟანრია?
მასალის გამოყენების პირობები






