საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდს რომელსაც დავით სარალიძის მკვლელობა ედებოდა ბრალად, მუხლი გადაუკვალიფიცირდა და ის დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში. ხოლო მოზარდს, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის და ასევე ლევან დადუნაშვილის მკვლელობა, სასამართლომ ის მხოლოდ დადუნაშვილის მკვლელობისთვის ცნო დამნაშავედ. პროკურატურა სააპელაციო განაჩენში პირველადი ბრალის დადასტურებას ელოდება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისა და დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის 10 და 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გამამტყუნებელი განაჩენი პირველმა ინსტანციამ ერთ წლის წინ გამოაცხადა. ორი მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის პირველ დეკემბერს მოკლეს.
„ბრალდების მხარის მოთხოვნაა, რომ ორივე ბრალდებული ცნობილ იქნეს დავით სარალიძის მკვლელობაში. დაცვის მხარე რა თქმა უნდა ვერ ეთანხმება და არ შეიძლება დაეთანხმო იქედან გამომდინარე, რომ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ბრალდების მხარეს, რომ გ,ბ, მაგალითად იმყოფებოდა ფარდულში და მონაწილეობა მიიღო დავით სარალიძისათვის ჭრილობების მიყენებაში. რა თქმა უნდა დაცვის მხარე, ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს იმისათვის, რომ ერთხელ და საბოლოოდ ამ საქმეზე დადგენილ იქნეს სიმართლე,“-განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






