კორუფციული სკანდალი აჭარაში -ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის და მასთან ერთად დაკავებული ექვსი მაღალჩინოსნისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმსჯელებს. პროცესი 14:00 საათზე დაიწყება.
საგამოძიებო ორგანო ოთხ მათგანს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვსა და ბათუმის მერიის ორ თანამშრომელს არჩილ ვანაძესა და გოგა ლომაძეს ბიუჯეტიდან თანხის მითვისება და გაფლანგვა ედებათ ბრალად.
ადვოკატების განცხადებით, ისინი მოსამართლეს გირაოს შესთავაზებენ, საქმის ბოლომდე გაცნობა კი ვერ მოახერხეს დიდი მოცულობის გამო.
პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები. კერძოდ, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.
პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები






