"პოლიციაში ძირს დაგდებულს მესმოდა, როგორ მოძღვრავდა დირექტორი თანამშრომლებს... შვილი მომიკალით... ნანა კოსტავა! შე გარეწარო!" - დაღუპული გოგონას დედის მიმართვა
ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიისას დაღუპული 16 წლის სოფი ნოკოლეიშვილის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. გოგონას დედა სკოლა "ალბიონის" წარმომადგენლებს მიმართავს და ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრის ნანა კოსტავას პოსტს ეხმაურება.
"ვფიქრობ...ფიქრის მეტი არაფერი დამრჩა ქვეყანაზე. ვფიქრობ, დავწერო თუ არა რამე. ჯერ გადაწყვეტილი მქონდა, არასოდეს შემოვსულიყავი აქ. მერე ვიფიქრე,რომ ინფორმაციის ვაკუუმს ვერ გავუძლებდი და იმის გამო, რომ უამრავი ადამიანი მწერს და პირადად პასუხს ვერ ვუბრუნებ,მიჯობს აქ დავწერო რას განვიცდი ერთი დღის შემდეგ,რაც ჩემი პატარა მიწას მივაბარე...
არ განმიკითხოთ,რა ეწერებაო...არ იცით ეს რა განცდაა და არც იფიქროთ, გამოსცადოთ...დაგიფაროთ ყველამ და ყველაფერმა...
ტკივილზე წერას არ ვაპირებ. ეს ჩემშია და ჩემია..
პირველ რიგში ყველას,ვინაც ჩემი ტრაგედია გულთან მიიტანა,მოვიდა თუ ვერ მოვიდა,ვინაც ოდნავი სინანული გამოთქვა,უდიდესი მადლიერება მათ..
ვინც გვერდით მედგა ტრაგედიის გაგების პირველივე წამიდან და არ მომშორებია გვერდიდან, მადლობა ავთანდილ ჯღარკავას, გულწრფელი მადლობა.
ვინაც ჩემი სახლის კარი შემოაღო და არა ერთხელ ამ დღეებში .მადლობა მათ,ეკუთვნოდათ თუ არ ეკუთვნოდათ მოსვლა.
მადლობა ჩემი სოფის სანაცნობოს თუ სამეგობროს,რომელთაც დამანახვეს,თუ რაოდენ დიდი და სიყვარულით სავსე გული ჰქონია ჩემს შვილს...
მადლობა ყველას და ყველას,მთელი საქართველოს ადამიანებს,ვინაც წამიერად მაინც ამოთქვა ,,ვაი შვილო,,
ახლა კი დავწერ იმას,რასაც განვიცდი,როგორც გამწარებული და შეურაცხყოფილი დედა,რომელსაც შვილი მიწასაც კი არ მქონდა მიბარებული,როცა ვინმე ნანა კოსტავას დაწერილი პოსტის შესახებ გავიგე:
ნანა კოსტავა! უფალმა ისე გაგამწაროს შენს საყვარელ შვილზე,რომ მისი ცხედარიც სანატრელი გქონდეს დასატირებლად! ყოველი ლოცვის შემდეგს, ჩემს შვილს რომ წავუკითხავ, ამ წყევლას გამოგიგზავნი შენ, არაქალო!
მანამდე კი,ლაგოდეხში პოლიციის განყოფილებში ძირს დაგდებულ გამწარებულ დედას,რომელიც უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდა, იქინებ შვილი ცოცხალი ეპოვათ სადმე, როგორ მესმოდა სკოლა ალბიონის დირექტორი ,როგორ მოძღვრავდა თავის თანამშრომლებს, რომ მათ ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ, ექიმი ახლდათ. ავტობუსი საბუთით და გამართული და ა. შ. ანუ საკუთარი ტრაკის გადარჩენაზე იყო ბაასი. მოგმართავთ ალბიონელო გარეწრებო!(ყველას არ ეხება რა თქმა უნდა)
შვილი მომიკალით უყურადღებობით. დილით ჩაგაბარეთ და დამიღუპეთ. აქ ყველაფერი ნათქვამია და გამოძიება მიხედავს.
და ბოლოს,უდიდესი მადლობა ნავთლუღის ყვავილების ბაზრობის თანამშრომლებს ასეთი თანადგომისა და გულისტკივილის გამოხატვისათვის,რასაც უბრალოდ არ ველოდი....არ მაქვს ლაპარაკი ჩემი სკოლის თანამშრომლებზე,მოსწავლეებზე,მათ მშობლებზე,სალომეს სამეგობრო-სანაცნობოზე,საბას სამეგობროზე და ა. შ. უამრავ ადამიანზე.
არ შემიძლია, არ გამოვხატო პატივისცემა აგარაკის სამეზობლოზე,რომელთაგანაც მხოლოდ რამდენიმეს ვცნობდი...უამრავი ადამიანი მოვიდა,ვისთანაც სოფის ჰქონდა ურთიერთობა ან არ ჰქონდა მაგრამ შორიდან გვცნობდნენ.
ეს ის მომენტია,როცა ფიქრობ,არაფერი გშველის,მაგრამ მაინც მარტო არ ხარ...
დავკარგე შვილი მასწავლებლების უყურადღებობით და ამ საქმისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე ,რათა ყველამ აგოს პასუხი" - წერს სოფი ნიკოლეიშვილის დედა სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა