"ჩაიცვა მყვინთავის ფორმა, უბალონოდ ძვრებოდა შიგნით..." - ვინ არის გმირი, რომელმაც 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვა
სოც.მედია - 15:23, 31 May, 2019     12000

სოციალურ ქსელში ბექა მამუკაშვილი გმირი ბიჭის შესახებ წერს, რომელმაც ლაგოდეხში 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის ცხედარი ოპოვა.

„ჯერ ისევ გააზრების პროცესში ვარ, სად ვიყავი და რა ვნახე. იქ როგორ და რატომ აიყვანა ზრდასრულმა და ნორმალურმა ადამიანმა არასრულწლოვანი ბავშვები რეინჯერის გაფრთხილების მიუხედავად, ჩამოწოლილი მეწყერის ნახვის შემდეგ, უაზროდ საშინელი დაბრკოლებების მიუხედავად, არ ვიცი, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ მინდა ერთ ბიჭზე მოგიყვეთ, რომელმაც ასვლის მომენტშივე მიიქცია ყურადღება.

ფოტოზე ადგილობრივი რეინჯერი შალვაა, რომელიც თავისი ძმაკაცის მიერ შარვალში ჩავლებით იყო დაზღვეული და გადაკიდებული იყო ამ საშინელ ადგილას და ნაჯახით ჭრიდა კუნძს, მანამდე კი ცალ-ცალი ფეხით ეჭირა ორ კაცს და ბენზოხერხით ჭრიდა, შემდეგ გაიჭედა ეს ხერხი ხეში, ეს ჩაძვრა და ცალი ხელით ამოიღო.

თბილისიდან ჩამოსული ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ ნათრევი (რომელსაც პირადად მე ვეხმარებოდი დაბრკოლებების გადალახვაში) მაშველის კოლეგებმა რომ ვერაფერი ქნეს, მყინთავმაც ჟანბადის ბალონითაც, ორთოკიანი დაზღვევით და სპეციალური თერმოტანსაცმლითაც რომ ვერაფერი შეამჩნია, გაბრაზებული შალვა უფორმოდ, ყველანაირი დაზღვევის გარეშე შეხტა ქვის ქვეშ. გაოცებულმა რომ ვკითხე ადგილობრივს, ეს ნორმალური თუა-მეთქი, მიპასუხა რომ 25 წლის ბიჭის გადარჩენის ოპერაციისას 3 მაშველი გადაარჩინაო.

გავიდა 15 საათი, ვერაფერი უქნეს დინებას, მყინთავსაც ჟანგბადი გაუთავდა. შემდეგ შალვამ ჩაიცვა მყვინთავის ფორმა, უბალონოდ ძვრებოდა შიგნით, თოკებიც მოაბა და მერე გაიქცა. რომ ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი, ბალონი უნდა ამოვიტანოო. ამოვიტანოო. 14 კილომეტრი იყო წინ და უკან.

შალვას და შალვასნაირი ადამიანების წყალობით, როგორც იქნა, გამოიყვანეს ცხედარი თითქმის 24-საათიანი წვალების შემდეგ. ადგილობრივებმა გამოიყვანეს. მათ გარეშე დღემდე არ გვეცოდინებოდა, იქ იყო თუ არა, გამოყვანაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. მაშველებმა ვერაფერი ქნეს საერთოდ, გარდა ცხედრის ჩამოსვენებისა.

დღეს დაკრძალვისას შალვა ჩამოსული ყოფილა. ოდესმე თუ რამე ძალაუფლება ან ქონება მქონდა, ამ სოფელში სათითაოდ ყველა მოსახლეს, დაწყებული შალვათი და დამთავრებული სასტუმროს მეპატრონე ცოლ-ქმრით და გაგრძელებული ალექსათი, რომელიც ჩვენთან ერთად იყო ლაგოდეხში, გზებს გვასწავლიდა და ასვლაში გვეხმარებოდა და შემდეგ გამოყვანაში მიეხმარა, ოქროს ძეგლები უნდა დავუდგა.

ფილმში რომ მენახა მსგავსი სიტუაცია, ვიტყოდი, ეს ფენტეზის ჟანრსაც სცდება-მეთქი, მაგრამ აი ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა, არ ვუჯერებდი თვალებს რას აკეთებდნენ შალვა და შალვას მეგობრები.

ცოცხალი გმირის ნახვა თუ გინდათ, კარგად დააკვირდით ფოტოს" - წერს მამუკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42