სამარ ჩოკუტაევის პორტრეტისთვის: „ყველა თავისთვის ირჩევს ქალს, რელიგიას და გზას...“
სოც.მედია - 12:06, 03 Oct, 2013     4082

შსს–ს მიერ ე.წ. ჯიჰადის ვიდეორგოლის გამოძიების შესახებ გახმიანებული დეტალების მიხედვით, ვიდეორგოლის დამზადებასა და ინტერნეტსივრცეში განთავსებისთვის ყირგიზეთის მოქალაქეს, ამჟამად სოხუმში მცხოვრებ სამარ ჩოკუტაევს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.

მიმდინარეობს მისი ძებნა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. „ნიუპოსტი“ გთავაზობთ დამატებით ინფორმაციას და ბრალდებულის ფოტოებს, რომელიც „ფეისბუქზე“ მისი პროფილის მეშვეობით მოვიძიეთ. სამარ ჩოკუტაევის ბოლო აქტივობა „ფეისბუქზე“ 1 ოქტომბერს ფიქსირდება. ამ დღეს მან რამდენიმე ფოტო გაიზიარა და გამოაქვეყნა.

ჩოკუტაევს ფბ–ზე 54 მეგობარი ჰყავს, ე.წ. გარეყდის ფოტოდ აფხაზეთში გადაღებული პანორამული ფოტო აქვს ატვირთული, პროფილის ფოტოდ კი – საკუთარი.

აღსანიშნავია, რომ პანორამულ ფოტოზე ბიჭვინთის სამონასტრო კომპლექსია გამოსახული მაშინ, როცა ჩოკუტაევი, სავარაუდოდ, ქრისტიანული რელიგიის აღმსარებელი არ არის. 

პროფილში იძებნება აფხაზეთში და რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში გადაღებული ფოტოები. რამდენიმე ადგილას ჩოკუტაევი გოგონასთან ერთადაა გადაღებული.

პროფილის საინფორმაციო ბლოკის თანახმად, სამარ ჩოკუტაევი ყირგიზეთიდან, ქალაქ ბიშკეკიდანაა, საცხოვრებელ ადგილად კი სოხუმია მონიშნული. 2011 წელს დაამთავრა ყირგიზეთის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, მუშაობდა ნაციონალური ინფორმაციული ტექნოლოგიის ცენტრში კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში მრჩევლად 2010 წლის თებერვლიდან 2011 აგვისტომდე, 2011 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე კი „ტელეკომში“, ქსელის ადმინისტრატორად.

2011 წლის აპრილიდან ამავე წლის დეკემბრამდე ჩოკუტაევს სამუშაო ადგილად მითითებული აქვს სოხუმი, „აქვაფონი“, ქსელის ინჟინერის პოზიცია. საინფორმაციო ბლოკის მიხედვით, ჩოკუტაევი ამჟამად უმუშევარია. ჩოკუტაევის ინტერესის სფეროში მითითებულია „ქალი“.

ოჯახის შესახებ ინფორმაციაში მონიშნულია ბიძაშვილი ალენა ჩიკიშევა–კუდინოვა. პირად მონაცემებში გვხვდება რუსულ ენაზე დაწერილი სამარ ჩოკუტაევის საყვარელი სტროფი (საყვარელი ფრაზების ადგილას), რომელიც ვიქტორ ბერკოვსკის ეკუთვნის, თუმცა, არასწორი ციტირებაა:

„Каждый выбирает по себе.

Женщину, религию, дорогу.

Дьяволу служить или пророку –

Каждый выбирает по себе.“ – სინამდვილეში ბერკოვსკის ლექსის ეს სტროფი ასე უნდა იყოს მოყვანილი:

„Каждый выбирает для себя

Женщину, религию, дорогу.

Дьяволу служить или пророку,

Каждый выбирает для себя. „

სად იმყოფება ამჟამად სამარ ჩოკუტაევი და ცნობილია თუ არა მისთვის, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საქართველოში წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფერდა, დაუდგენელია.

ლაშა ბერულავა, "ნიუპოსტი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42