უკანა თარიღით ჩასწორებული განცხადებები, სსიპ-ის უფროსზე გადატეხილი ჯოხი და ფარცხალაძის ხელი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაძირვის საქმეში - სამთავრობო კრიზისის ახალი სკანდალური დეტალები
მასშტაბური სამთავრობო სკანდალი - ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის შესახებ ახალი სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი.
დღეს დილით გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობამ ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის შესახებ ნებართვა დამალა. რითაც ექსპერტების თქმით, პრობლემები შეექმნებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობას.
უფრო კონკრეტულად, ფოთისთვის 2 მაისს გაცემული ნებართვის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 28 დღის შემდეგ, 30 მაისს გახდა ცნობილი.
მთავრობის მტკიცებით, საქმე ტექნიკურ შეცდომასთან გვაქვს და არა მიზანმიმართულ ნაბიჯთან. მინისტრი, ნათია თურნავა ირწმუნებოდა, რომ პროცესი მის გამინისტრებამდე დაიწყო, თუმცა ფაქტია, რომ სადაო ბრძანება 2 მაისსაა გაცემული, მაშინ როცა თურნავამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა 18 აპრილს დაიკავა.
მართალია თურნავამ უარყო სკანდალურ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა, თუმცა არქივში მოიპოვება განცხადება რომლის თანახმადაც, 2 დღის წინ ფოთის მერი და ფოთის ტერმინალის ხელმძღვანელობა მინისტ თურნავას მადლობას პირადად უხდიდა. "ფოთის საზღვაო სამსახური აფასებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოჯისტიკური ჯაჭვის გაძლიერება და ქალაქის გაძლიერებას შეუწყობს ხელს" - ნათქვამი იყო 2 დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს კი დიდი სკანდალისა და საერთაშორისო პარტნიორების პროტესტის შემდეგ, ყველაფერი მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელს, გრიგოლ კაკაურიძეს დაბრალდა, რომელიც თამამდებობიდან უკვე გაათავისუფლეს. თავად გრიგოლ კაკაურიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მას გადაწყვეტილების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქმის კურსში არ ჩაუყენებია.
28 მაისს როგორც ფოთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, ასევე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ სწორედ ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა ქალაქ ფოთში საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მტავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.დღეს კი როცა, ამ სკანდალის შსახებ გახდა ცნობილი, ფოთის მერიის გვერდზე განცხადება ჩაასწორეს.
კიდევ ერთი უზუსტობა - ნათია თურნავამ დღეს ირწმუნებოდა, რომ ეს იყო არა სამშენებლო, არამედ მიწით სარგებლობის ნებართვა. განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ნავსადგურმა მშენებლობის ნებართვა მიიღო.
დღის ბოლოს კი რეზონანსული საქმის ირგვლივ ახალი და ძალიან სკანდალური ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი.
ოპოზიციის ინფორმაციით, ფარცხალაძის ინტერესები უკავშირდება ფოთში პორტის მშენებლობას.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, მარიკა დათუკიშვილი ირწმუნება, რომ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მფლობელი და ოთარ ფარცხალაძე ბიზნეს პარტნიორები არიან.
"კომპანია " ფეის ჯორჯია" დეკლარირებულად აშენებს ფოთის ღრმაწყლოვან პორტს. კომპანიის დამფუძნებელი გახლავთ ირაკლი კერვალიშვილი, რომელიც თავის მხრივ არის ოთარ ფარცხალაძის ახლო მეგობარი. რეალურად ირაკლი კერვალიშვილი არის ადამიანი, რომელიც ფორმალურად ფლობს ოთარ ფარცხალაძის ქონებას. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს, ის, რომ რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიამ კერვალიშვილს გაუკეთა მონაცვლეობა იმ სადაო ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნოდა ოთარ ფარცხალაძეს და მან კერვალიშვილზე ფორმალურად მოახდინა იმ ტერიტორიების გადაფორმება" - აღნიშნა მარიკა დათუკუშვილმა.


თამარ სანაძე
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






