თიბისი კაპიტალმა საქართველოს ობლიგაციების ბაზრის განახლებული კვლევა გამოსცა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:34, 30 May, 2019     1193

29 მაისს, თიბისი კაპიტალმა საქართველოს ობლიგაციების ბაზრის განახლებული კვლევა წარადგინა.

თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ განახლებულ კვლევაში გაანალიზებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის უკანასკნელიტენდენციები. კვლევის განახლება განაპირობა კომპანიების და პოტენციური ინვესტორების მხრიდან გაზრდილმა ინტერესმაქართული ობლიგაციების ბაზრის და მისი განვითარების პერსპექტივების მიმართ.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ობლიგაციების ბაზარი საშუალოდ 23%-ით იზრდებოდა და 2018 წლისბოლოს მისმა ჯამურმა მოცულობამ 10 მლრდ. ლარი შეადგინა. ამასთან, უკვე 2019 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ბაზრისჯამური მოცულობა 11%-ით არის გაზრდილი და 11 მლრდ. ლარს აღწევს, რაც მსხვილი კორპორაციული ევროობლიგაციებისგამოშვებით და ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის მაღალი ზრდით არის გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათები ხელს უწყობს ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე განთავსებას. შედეგად, 2018 წელს ბირჟაზეგანთავსებული ობლიგაციების მოცულობა 205%-ით, 825 მლნ ლარამდე გაიზარდა, მაშინ, როდესაც ბირჟაზე განუთავსებელიობლიგაციების მოცულობა 33%-ით შემცირდა, 406 მლნ. ლარამდე.

ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან სიახლეთანაგნ აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ქართული ობლიგაციების შეძენა უკვე შესაძლებელიასაერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარის, ქლიარსტრიმის (Clearstream) სისტემაში, რაც ქართულ ობლიგაციებს კიდევ უფროხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო ინვესტორებისათვის. 2019 წლის მარტში თიბისი კაპიტალმა წარმატებით განახორციელაპირველი ქართული კორპორაციული ობლიგაციის შეთავაზება ინსტიტუციონალური ინვესტორებისათვის ქლიარსტრიმისსაშუალებით.

თიბისი კაპიტალი განახლებულ კვლევაში მკითხველს საპენსიო სააგენტოს ფონდის პორტფელის შეფასებას და მისი პოტენციურიინვესტიციების პროგნოზს სთავაზობს, ასევე განიხილავს მოსალოდნელ საკანონმდებლო სიახლეებს ქართული ობლიგაციების ბაზარზე.

ღონისძიებისას ასევე განხილული იყო საერთაშორისო და ადგილობრივი მაკროეკონომიკური ტენდენციები კორპორატიული ობლიგაციების ჭრილში.

თიბისი კაპიტალის მიხედვით, სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა გარემომ ბაზარზე რისკები შეამცირა, რაც დადებითად აისახა ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე. შედეგად, გაიზარდა ქართული ობლიგაციებით დაინტერესებული ინვესტორების რაოდენობა.

ღონისძიების დროს თიბისი ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ საერთაშორისო და ადგილობრივი მაკროეკონომიკური გარემო მიმოიხილა. პრეზენტაციამ მოიცვა ლარის, აშშ დოლარისა და ევროს საპროცენტო განაკვეთებისა და გაცვლითი კურსების დინამიკა და პროგნოზები. ასევე, განხილული იყო საქართველოში ეკონომიკის ზრდისა და კორპორატიულ ვალზე მოთხოვნის მაჩვენებლები. ბაზრის მოლოდინების მიხედვით, ამერიკაში სავარაუდოა საპროცენტო განაკვეთების არსებულ დონეზე შენარჩუნება და/ან შემცირება. თავისთავად, საერთაშირისო მასშტაბით დოლარის შესაძლო შესუსტება საქართველოს ეკონომიკასა და გაცვლით კურსზე დადებით ზეგავლენას იქონიებს. საბაზო სცენარის მიხედვით, ლარის გამყარებაა მოსალოდნელი. ამასთან საქართველოზე, როგორც მცირე და ღია ეკონომიკაზე, რეგიონში განვითარებული მოვლენები ზეგავლენას ახდენს. ეკონომიკის ზრდის პროგნოზის მხრივ, სავალუტო შემოდინებების, ფისკალური სტიმულისა და დაკრედიტების მოსალოდნელი მაჩვენებლების გათვალისწინებით, 2019 წელს დაახლობით 5%-მდე ზრდაა დაგეგმილი. კორპორატიულ ვალზე 2018 წელს პიკური მოთხოვნის შემდეგ, მისი ზრდის ტემპი ნორმალიზდება, თუმცა მოთხოვნა კვლავ მზარდი იქნება.

თიბისი კაპიტალის და თიბისი ბანკის ეკონომიკური გუნდის კვლევების ხილვა და ელექტრონულ მეილზე გამოწერა შეგიძლიათ ვებ გვერდებზე

Tbccapital.ge

Tbcresearch.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42