პრემიერის შეხვედრას ჟურნალისტებთან არასამთავრობოები კრიტიკულად აფასებენ
საზოგადოება - 09:40, 03 Oct, 2013     1427

პრემიერ-მინისტრის შეხვედრას მედიის  წარმომადგენლებთან არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებით ეხმაურებიან. "ნიუპოსტი" საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ რეზიდენციაში ქართული ტელევიზიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მან დამსწრე ჟურნალისტებს უხეში შენიშვნები მისცა და, ზოგადად, ქართველი ჟურნალისტების პროფესიონალიზმის დონე გააკრიტიკა.

პრემიერ-მინისტრს მომზადებული ჰქონდა ამონარიდები იმ სტატიებიდან და სატელევიზიო გადაცემებიდან, რომლებიც პირადად მისთვის იყო მიუღებელი. მან რამდენჯერმე მოახდინა ციტირება აღნიშნული მასალებიდან და მისთვის მიუღებელი ინფორმაციის გავრცელებისათვის თითოეულ დამსწრე ჟურნალისტს ახნა-განმარტება მოსთხოვა. გარდა ამისა, ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს რამდენიმე უნარ-ჩვევა დაუწუნა, მათ შორის, შეკითხვის დასმის, არგუმენტების მოყვანისა და რესპონდენტთა შერჩევის. მან გააკრიტიკა, ასევე, ჟურნალისტთა მიერ ეკონომიკის სფეროს მწირი ცოდნა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრემიერი ცალკეული ჟურნალისტების საქმიანობას საჯაროდ აფასებს და ცდილობს ასწავლოს მედიის წარმომადგენლებს, თუ რას გულისხმობს ჟურნალისტური სტანდარტები. თუმცა, პრემიერის დღევანდელი ტონი და მისი ინსტრუქციები კითხვების ფორმულირების თაობაზე შეიძლება შეფასდეს როგორც ღია ჩარევა მედიის საქმიანობაში.

პრემიერ-მინისტრი, ისევე, როგორც ნებისმიერი მაღალი რანგის საჯარო მოხელე, უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ყველა მედიასაშუალება მათთვის მისაღები ფორმით არ გააშუქებს მიმდინარე პროცესებს. საჯარო კონტროლი მთავრობის მუშაობის მონიტორინგის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. სწორედ ეს ხშირად უსიამოვნო საჯარო კონტროლი უწყობს ხელს მოხელეებისა და პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულების ამაღლებას. ამიტომაც მიიჩნევა თავისუფალი და პლურალისტური მედია დემოკრატიის უმთავრეს შემადგენელ ნაწილად.

ამჟამად საქართველოში პლურალისტური მედიაგარემოა, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. მოსახლეობისთვის სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებები ხელმისაწვდომია, რაც განსხვავებული შეხედულებების ფორმირებას უწყობს ხელს და ამომრჩეველს საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ქვეყანაში, რომელსაც პრემიერ მინისტრი მართავს, ჟურნალისტებს საშუალება აქვთ, შექმნან კრიტიკული მასალა. მისი მხრიდან შეხვედრის დროს გაკეთებული შეფასებები კი შესაძლებელია შეფასდეს, როგორც პრემიერ-მინისტრის ჩარევა მედიასაშუალებების საქმიანობაში, რაც გაუმართლებელია", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42