დვანი: გაურკვევლობა და აყრის მოლოდინი
შენი რეპორტაჟი - 02:13, 03 Oct, 2013     2839

ქარელის რაიონის სოფელ დვანის მოსახლეობა გაურკვევლობაშია, მათ ისიც კი არ იციან, ვის უნდა მიმართონ. მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს.

„მხოლოდ პატარა კოტეჯი აგვიშენეს. გვითხრეს, შედით შიგნით და იცხოვრეთო. ჩვენ სახლი და საყანე მიწები დავკარგეთ. წლევანდელი მოსავალი ჯერ არ აგვიღია და უმოწყალოდ არის მიტოვებული. მითხარით, ვინ დააპურებს ჩემს პატარა შვილებს,"-თვალცრემლიანი მიყვება ახალგაზრდა ქალბატონი, რომელმაც სახელი და გვარი არ გამიმხილა.

დვანის მკვიდრმა აკაკი პაპამ მითხრა, რომ თუ რუსები ისევ გააგრძელებენ მუშაობას, მის სახლსა და ბაღჩას აყრა ემუქრება.

„ერთ მეტრ მიწას არ დავთმობ, საზღვარზე დავწვები და ჩემს გულზე გაავლონ მავთულხლართები. ჩემია ეს მამული, პაპის პაპამ დამიტოვა და მე ჩემს შვილიშვილებს უნდა გადავცე,"-ამბობს აკაკი პაპა.

მსგავსი საფრთხე ათობით დვანელს ემუქრება, ერთმა ხანშიშესულმა მამაკაცმა ისიც მიამბო, რომ რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქალაქეობა შესთავაზეს.

„რად მინდა ქართლელ კაცს ოსეთის პასპორტი, მე ვარ ქართველი და ჩემს მიწაზე უნდა დავიმარხო. არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ ოსეთის მოქალაქეობას. ეს არის საქართველოს მიწა და დავრჩები სამუდამოდ აქ. წაიღონ ჩემი სახლი და აჩეხონ ჩემი ვაზი, ახალ ვაზს გავაშენებ და ახალ სახლს ავაშენებ. სინდისი არ დამიკარგია, რომ საკუთარ სამშობლოს ვუღალატო,"-ამბობს მოხუცი.

გიორგი პაპა აცხადებს, რომ საკუთარ მამულს არცერთი დვანელი არ დათმობს.

„ეს სახლები ( ხელით მაჩვენებს) ომის დროსა დაგვიწვეს, ვაზსა ტანკებით გადაუარეს. ისევა მოვაშენეთ ვაზი, ახლა საკუთარი ხელითა გვაჩეხინებენ და სახლსა გვანგრევინებენ. სად იყო აქა ოსები, ეს ჩვენი მიწაა. მეხუთე საუკუნიდანა აქა ვცხოვრობთ, ეგენი როის ჩამოვიდნენ, მე არ მახსოვს.

ჩვენა დღეიდან ვაცხადებთ აქციასა, ორიათასი კაცი ცხოვრობს დვანში, ყველა აქ დავდგებით და ჩვენს მიწასა ცოცხალი თავით არ დავთმობთ. ყველა დავიხოცებით აქა და ღობეს არ გადავატარებთ მაგათ. ჯობია ის აიღონ, ჩაწყობილი რაც აქვთ. სოფლის გამგებელი ხომ არის ვალდებული, რომ გამოიყვანოს ხალხი და უთხრას ხელისუფლებას – აი ამ მამულსა გვართმევენ, მოდი და გვიშველეთო.

არავინ არ გამოყავს ამათ, აგერ სოფელში არიან და მასხარაობენ, ციგნობენ და მაიმუნობენ. აქ ყრილობაზე მე უნდა დავაყენო საკითხი, განთავისუფლდეს „ქართული ოცნების“ კადრი და შეირჩეს ისეთი ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობას გაუწევს სოფელსა,“-ამბობს გიორგი პაპა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

ნოდარ ჯოჯუა, სპეციალურად "ნიუპოსტისთვის", დვანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42