ეკა ხოფერიას თოქშოუში "თოქშოუ ეკა ხოფერიასთან ერთად“, რომელიც დღეს საღამოს, ტვ „იმედის“ ეთერში გავიდა და სადაც სტუდიაში მიწვეულმა პირებმა რუსულ–ქართული ურთიერთობები განიხილეს, გადაცემის მსვლელობის დროს ეთერში დაწყებული სიტყვიერი პაექრობა სარეკლამო პაუზის დროსაც გაგრძელდა.
ამის შესახებ გადაცემის მონაწილეთა ოჯახის წევრებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელეს.
შეგახსენებთ, რომ გადაცემაში მონაწილეობდნენ ქეთი დოლიძე, დავით ოქიტაშვილი, ნონა საღარეიშვილი, სალი მახარაშვილი, ასევე „თავისუფალი ზონის“ წევრები, მოსკოვიდან კი ჩაერთნენ თინა კანდელაკი და მიხეილ ხუბუტია.
ქართულ–რუსული ურთიერთობების განხილვის დროს სტუდიაში დაწყებული სიტყვიერი პაექრობა სარეკლამო პაუზის დროსაც გაგრძელდა, კერძოდ, სალი მახარაშვილმა რეჟისორ ქეთი დოლიძის მისამართით რეპლიკები ისროლა და ის პრორუსულობაში დაადანაშაულა, რასაც დოლიძის მხრიდან უხეში პასუხები მოჰყვა. სალი მახარაშვილმა „ნაციონალური“ წარსული დავით ოქიტაშვილსაც გაახსენა.
სტუდიაში სარეკლამო პაუზის დროს გაგრძელებული დაპირისპირება უხეში ფრაზების გაცვლა–გამოცვლის ფარგლებს არ გასცილებია.
მასალის გამოყენების პირობები






