"ძალიან ელოდა პატარას, 23 აპრილს ერთად ჩავატარებთო, ხუმრობდა. არ ვიცი რა დავწერო...“ გიორგი კეკელიძე ნინი ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიას აწესებს
სოც.მედია - 14:57, 28 May, 2019     1949
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, დაღუპულ ჟურნალისტზე ემოციურ წერილს წერს.როგორც კეკელიძე აცხადებს, ბიბილიოთეკა ნინის სახელობის სტიპენდიას გასცემს ერთ გამორჩეულ მკითხველზე.

"რა საზარელი დღეა, სრულიად საზარელი. ლაგოდეხის ტრაგედიის მერე, მეორე საშინელი ამბავი შევიტყვე – ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა – სულ ხუთი დღის წინ გააჩინა პირველი შვილი და აი, ასე – გულის უკმარისობით გარდაიცვალა. როცა ,,აჩუქე წიგნის'' აქცია დავიწყეთ, ნინი ბიბლუსს წარმოადგენდა და თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით. ძალიან ელოდა პატარას, მომავალ 23 აპრილს ერთად ჩავატარებთო, ხუმრობდა. არ ვიცი, მართლა ვეღარ ვხვდები რა დავწერო, ვერც სიტყვის გამხატვრულების აზრს ვხედავ და ვერც ბევრი წერის. ეს ჩვენი ფოტოა იმ დიდი და მნიშვნელოვანი დღიდან, სააგენტოებს უდევთ, წავაწყდი და გადმოვიტანე. ერთი რაც ვიცი, მომავალ 23 აპრილს აუცილებლად გავცემთ ნინის სახელობის სტიპენდიას ერთ გამორჩეულ მკითხველზე და ასე იქნება ყოველ წელს, რომ მისი სახელი მაინც შემორჩეს და მისმა შვილმა, დედის გაცნობა რომ ვერ მოასწრო, ასე მაინც იამაყოს" - წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე, მშობიარობიდან მეხუთე დღეს გარდაიცვალა. იმედის კლინიკამ გუშინვე გაავრხელა განცხადება, სადაც ნინის დაღუპვის მიზეზია დასახელებული.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნინო ჯაფარიძის გარდაცვალება არ არის დაკავშირებული მშობიარობის შემდგომ გართულებასთან! მოგახსენებთ, რომ ამა წლის 21 მაისს, „იმედის კლინიკაში“ ჩატარებული საკეისრო კვეთის ოპერაციის შედეგად დაიბადა მდედრობითი სქესის ჯანმრთელი ახალშობილი. ოპერაციისა და მის შემდგომ პერიოდში გართულებას ადგილი არ ჰქონია. ოპერაციიდან მეორე დღეს თავი იჩინა პაციენტის დიდი ხნის მძიმე სომატური დაავადებიდან გამომდინარე გართულებამ, რის გამოც იგი დროულად იქნა გადაყვანილი ერთ-ერთ კლინიკაში. მოგვიანებით იქიდანაც მოხდა პაციენტის გადაყვანა სხვა სპეციალიზირებულ კლინიკაში, სადაც, სამწუხაროდ, ნინო ჯაფარიძე გარდაიცვალა. ნინოს გოგონა - ბარბარე ამ დრომდე „ იმედის კლინიკაში“ რჩება და ჩვენი ნეონატოლოგიური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშაა! ახალშობილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება"- ნათქვამია „იმედის კლინიკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42