„ბლაუენშტაინ საქართველომ“ თბილისში მეორე საფირმო მაღაზია გახსნა.
ლევან დავითაშვილი: „ბლაუენშტაინ საქართველოს“ საქმიანობა გახდა ერთგვარი სტიმული, განგვეხორციელებინა მეცხოველეობის ხელშემწყობი პროგრამები“
ვაკეში, ფალიაშვილის #67-ში ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიული კომპანია "ბლაუენშტაინის" ახალი მაღაზია გაიხსნა.
ეს ბრენდის მეორე ფილიალია თბილისში, სადაც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, შვეიცარიული რეცეპტებითა და ტექნოლოგიით წარმოებული დავარგებული ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენა შეუძლია.
"ფალიაშვილის ფილიალი ჩვენი მეორე საფირმო მაღაზიაა თბილისის მასშტაბით. პირველი მაღაზია წერეთლის #67-ში მდებარეობს, სადაც ხორცისა და ხორცპროდუქტების ფართო არჩევანია. ასეთივე იქნება ახალი ობიექტიც. აქ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და მომსახურება დახვდება. ჩვენ ვართ საქართველოში ხორცის მწარმოებელი ერთადერთი კომპანია, რომელიც ფერმიდან მომხმარებლის კალათამდე სრულ ჯაჭვს თვითონ აკონტროლებს. ასევე, ვართ ერთადერთი კომპანია დავარგებული ხორცის წარმოების მიმართულებით. ჩვენი პროდუქტი არის 100 პროცენტით ნატურალუტი და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და კონსერვანტებს, რის გამოც უგემრიელესი და აბსოლუტურად ჯანსაღია", - ამბობს "ბლაუენშტაინ საქართველოს" დირექტორი თათია არაბიძე.
კომპანია საქართველოში 200-ზე მეტი დასახელების ხორცპროდუქტით არის წარმოდგენილი. რაჭაში მას საკუთარი საქონლის ფერმა და პირველადი დამუშავების საწარმო აქვს, ხორცის საბოლოო დამუშავება კი თბილისში ხდება და საფირმო მაღაზიებს მიეწოდება.
მაღაზიის გახსნას მომხმარებლებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე, ასევე, შვეიცარიის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, რიგითი მოქალაქეები და სხვა საპატიო და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საზეიმო ლენტი "ბლაუენშტაინის" შვეიცარიელმა დამფუძნებელმა მაქს ბლაუენშტაინმა ლევან დავითაშვილთან ერთად გაჭრა, რის შემდეგაც სტუმრები მაღაზიაში შეიპატიჟა და მათ ხორცის შენახვისა და რეალიზაციის პროცესი პირადად დაათვალიერებინა. გახნის დღესვე მაქს ბლაუენშტაინი მომხმარებელს საკუთარი ხელით მოემსახურა.
"ეს არის წარმატებული ნაბიჯი ქართულ-შვეიცარიულ თანამშრომლობაში, რომ "ბლაუენშტაინ საქართველი" აფართოებს საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში.
ეს ძალიან წარმატებული კომპანია მაღალმთიან რეგიონში ეკოლოგოურად სუფთა ხორცს აწარმოებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველისთვის. მათი საქმიანობა გახდა ერთგვარი სტიმული, რომ განგვეხორციელებინა მეცხოველეობის ხელშემწყობი პროგრამები. ვიცი, რომ მათი პროდუქტი გამორჩეულია მაღალი ხარისხითა და გემოვნური თვისებებით, მინდა წარმატება ვუსურვო მათ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კომპანიას ახალი მაღაზიის გახსნა საქართველოში შვეიცარიის ელჩმაც მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითი.
"ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია შვეიცარიულ კომპანიას საქართველოს ბაზარზე საქმიანობა და რამდენად სანდოა ქართული ბაზარი. ჩვენ გვაქვს უმაღლესი ხარისხი და სტანდარტი, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,- აღნიშნა პატრიკ ფრანცენმა.
"ბლაუენშტაინის" ახალი რბიექტის გახსნაზე კომპანიამ წარმოადგინა ასევე მისი „მაღაზია ბორბლებზე“, რომელიც სხვადასხვა უბანში ივლის და მომხმარებელს ადგილზე მიაწვდის ხორცსა და ხორცპროდუქტებს.
ეს იდეა მწარმოებელმა მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე განახორციელა, რათა მყიდველებს ქალაქში გადაადგილების პროცესი გაუმარტივოს და საკუთარ უბნებშივე მისცეს შესაძლებლობა შეიძინოს ეკოლოგიურად ჯანსაღი და უმაღლესი ხარისხის პროდუქტი.
"წერეთელზე არსებულ ფილიალში კომპანიის პროდუქტი სრულად იყიდება, რამაც დაგვანახა, რომ ობიექტის და ასევე, მოძრავი მაღაზიის დამატება იყო საჭირო, რათა კიდევ უფრო იოლად შეძლოს მომხმარებელმა პროდუქტის შეძენა. ჩვენ თავად ვაწარმოებთ საქონლის უმაღლესი ხარისხის ხორცსა და ხორცპროდუქტებს. ახლა ვაშენებთ ღორის ფერმას რაჭაში, რომელიც თანამედროვე ევროპული სტანდარტებს დანერგავს ამ მიმართულებით.
ასევე, მომავალში ვაპირებთ ავაშენოთ რძის გადამამუშავებელი საწარმოც და ნატურალური რძის ყველი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს", - ამბობს "ბლაუენშტაინ საქართველოს" თანადამფუძნებელი ირაკლი კერვალიშვილი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ "ბლაუენშტაინ საქართველო" ჩვენს ქვეყანაში "დავარგებულ" ხორცსა და ხორცპროდუქტებს 2008 წლიდან აწარმოებს. ახალი მაღაზიისათვის კომპანიამ 2 მილიონიანი ინესტიცია განახორციელა. ჯამში კი მას საქართველოს ეკონომიკაში 30 მილიონამდე ინვესტიცია აქვს ჩადებული.
კომპანია იყენებს საქონლის უსტრესო დაკვლის მეთოდს, რათა ხორცი ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნდეს. ამის შემდეგ საქონლის „კარკასები“ სპეციალურ მაცივრებში ინახება, სადაც ტემპერატურისა და ტენიანობის მკაცრი კონტროლის შედეგად, ხორცი სისხლისა და მავნე ტოქსინებისგან სრულად იცლება. ამ მდგომარეობაში ხორცი 21 დღის განმავლობაში ყოვნდება, რის შემდეგაც ის საუკეთესო გემოვნურ თვისებებს იღებს. პროდუქტის ტრანსპორტირებას კომპანია მანქანა-მაცივრებით ახორციელებს. მხოლოდ ამ პროცესის გავლის შემდეგ ხვდება პროდუქცია „ბლაუნშტაინ საქართველოს“ საფირმო მაღაზიაში. მნიშვნელოვანია, რომ წარმოების არც ერთ ეტაპზე არ წყდება სიცივის ჯაჭვი, რათა მაღაზიამ, საბოლოოდ კი მომხმარებელმა, უმაღლესი ხარისხის ცოცხალი ხორცი მიიღოს.


მასალის გამოყენების პირობები






