საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თათული თოდუა გაზეთ „ყველა სიახლესთან“ საუბარში აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომლითაც შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებს „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“ შეეზღუდოთ საზღვარგარეთ გასვლა, ბუნდოვანია და ბევრ კითხვას ბადებს.
გაზეთი წერს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ პირდაპირ აცხადებს: ინიციატივა სსრ კავშირის დროსთან იწვევს ასოციაციას:
„არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა“ პირდაპირ აცხადებს, რომ აღნიშნულმა ინიციატივამ ბევრს საბჭოთა კავშირიც კი მოაგონა. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს ამგვარი ბუნდოვანი ნორმა კანონში.
სხვათა შორის, აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციას საბჭოთა კავშირი ტყუილად არ უხსენებია. იურისტთა ცნობით, საბჭოთა კანონებში ხშირად შეხვდებოდით ბუნდოვან ჩანაწერს - ,,სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“. სწორედ ,,სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, ჩამოშვებული იყო დიდი რკინის ფარდა და საზღვარგარეთ მოქალაქეების მოძრაობა მკაცრად კონტროლდებოდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ.
იმის მტკიცება, რომ საქართველოს ხელისუფლება საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს, არ შეიძლება, თუმცა თუ ასეთი ტემპით გააგრძელეს კანონმდებლებმა უცნაური კანონპროექტების შემუშავება, რომლითაც ექსპერტებმა უკვე უწოდეს ,,სანქციების ომი“, შესაძლოა, ზოგიერთ მათგანს ,,შთაგონება“ ეწვიოს და უკვე კაბის სიგრძეზე დაიწყოს მსჯელობა...“, - წერს „ყველა სიახლე“.
მასალის გამოყენების პირობები






