„თბილისის მერია / Tbilisi City Hall, შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia, ასეთი სამარცხვინო შემთხვევები როდის უნდა დამთავრდეს? როდის უნდა დამთავრდეს ზოგიერთ კაფე-ბარ--კლუბ-რესტორანში ტურისტების უნამუსო გაბრიყვება- გაყვლეფა , რასაც არც ტაქსის მძღოლები აკლებენ... ჩემდა სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად ხდება მსგავსი რამ და რაღაც სისტემური რეაგირებაა საჭირო..
ამბავი #2
აეროპორტის თეთრი ტაქსების მძღოლებმა ბელგიელ ტურისტს ინგოროყვამდე მიყვანაში 120 ლარი მოსთხოვეს. იქვე ვიდექი. მაქსიმი მყავდა გამოძახებული 20 ლარად. შემეცოდა ეს ქალი. გაოგნებული აქეთ-იქეთ იყურებოდა და წამოვიყვანე. მაინც ვაკისკენ მოვდიოდი. ნაძირალა მძღოლებმა კინაღამ მცემეს. მეც არ დავაკელი. მერია მოკვდა?! ხელისუფლებას სძინავს?! ამას არ უნდა მიხედონ?!“ - წერს გიორგობიანი.
მასალის გამოყენების პირობები






