გაზეთი „ალია“ დღევანდელ ნომერში წერს, რომ „აჭარაში სამთავრობო გადატრიალება იგეგმება“.
გაზეთი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აჭარაში მცხოვრებთა უკმაყოფილებას იწვევს არჩილ ხაბაძის შესაძლო გათავისუფლებისა და მისი მურმან დუმბაძით ჩანაცვლების საკითხი.
„ჩვენ 27 ოქტომბრამდე უნდა შევცვალოთ აჭარის ხელისუფლება და ამისთვის ვიწყებთ სერიოზულ მოძრაობას. ხალხს დიდი ძალა აქვს. გუშინ ქუჩა გადაიკეტა ისე, რომ პოლიციამ ვერ გაუწია წინააღმდეგობა. უახლოეს დღეებში იგეგმება ყველა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა. შენ დაინახავ ცოტა ხანში, ხალხი გადაწყვეტს ყველაფერს“, - აქვეყნებს გაზეთი საკუთარი წყაროს ციტატას.
„ალია“ ასევე წერს, რომ ბოლო პერიოდში, მთავრობით უკმაყოფილო ხალხი რამდენჯერმე შეეცადა მთავრობის შენობაში შევარდნას:
„ბოლო მომენტში რამდენიმე ადამიანს ეყო გონიერება და იგივე არჩილ ხაბაძე ბეწვზე გადაურჩა ქუჩაში გამოთრევას. თუმცა, ნათქვამია, კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო“, - წერს „ალია“.
მასალის გამოყენების პირობები






