სერგი კაპანაძე: ,,მძიმე სურათია ნამდვილად... მოკლედ, ცუდადაა ჩვენი საქმე...“
სოც.მედია - 18:11, 02 Oct, 2013     13497

ექსპერტი სერგი კაპანაძე პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრას ,,ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება:

,,მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ჩემმა სახელმა (მართალია დამახინჯებულად - "სერგო", მაგრამ მაინც) ბევრჯერ გაიჟღერა, არანაირი სურვილი არ მაქვს შევყვე, თუ „ჩავყვე“ პრემიერს ამ "ორღობის ჭორაობაში", გნებავთ "სუფრულ ბაზარში". არც იმის სურვილი მაქვს, ვამტკიცო, რომ პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ და არც ერთ პარტიას არ თანავუგრძნობ. უფრო ფუნდამენტური პრობლემები გამოჩნდა ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრიდან და მინდა ამ პრობლემებს შევეხო.

1. ამ კაცს არ შეუძლია კრიტიკის მოსმენა. ეს კატასტროფაა სახელმწიფო მოხელისთვის.

2. მას არ სჯერა ციფრების - არც საქსტატის და არც რეიტინგული საერთაშორისო გამოცემების. მხოლოდ ისაა მართალი, ხოლო ყველა დანარჩენი ტყუის. ესეც კატასტროფაა. როგორც ჩანს, მას არავისი არ სჯერა. მხოლოდ საკუთარი თავის. არა და მილიარდერია და პრემიერ მინისტრია. როგორ გინდა დაარწმუნო, რომ ყველაფერში მართალი ვერ იქნება?

3. მესამე, ის ხშირად იტყუება და შეგნებულად, თუ შეუგნებლად შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა. კერძოდ: ამბობს, რომ საქართველოს მდგომარეობა მშპ/ერთ სულ მოსახლეზე მიხედვით ბოლოა პოსტ საბჭოთა სივრცეში; ამ დროს საქართველო უსწრებს მოლდოვას, სომხეთს, უზბეკეთს, ტაჯიკეთს, ყირგიზეთს, ცოტათი ჩამორჩება და, სავარაუდოდ, 6 %-იანი ზრდის შემთხვევაში, წელსვე გაასწრებდა უკრაინას; ამბობს, რომ მთავრობა თითქმის არ ყიდულობს ავტომანქანებს, ამ დროს ყიდულობს და საკმაოდ ბევრსაც ხარჯავს; ამბობს, რომ მთავრობა ჰქმნის ახალ საწარმოებს, ამ დროს გუშინ პარლამენტში გავრცელებული დაფინანსებული 49 საწარმოს სიიდან მხოლოდ 15 შეიქმნა ბოლო ერთ წელიწადში, თანაც ეს საწარმოები კრედიტებით დაფინანსდა; ამბობს, რომ 2009 წელს ყაზახეთში ეუთოს სამიტზე საააკაშვილს ხელიც არ ჩამოართვეს, ამ დროს ეუთოს სამიტი 2010 წელს იყო და სააკაშვილს შეხვედრები ჰქონდა ჰილარი კლინტონთან, ასევე შვეიცარიის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის პრეზიდენტებთან; და ასე შემდეგ... ესეც კატასტროფაა.

4. მას სჯერა, რომ აქვს უფლება დამოძღვროს ჟურნალისტები, ან დამოუკიდებელი ექსპერტები და წყინს, როდესაც ეს იწვევს პროტესტის გრძნობას. ეს „კაჩაობის“ პოლიტიკა სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყანას. იქნებ ვინმემ ისეთმა აუხსნათ ეს, რომელსაც ხანდახან მაინც გისმენთ ხოლმე.

5. მას არ ჰყავს მრჩეველები. ვინც ჰყავს, როგორც ჩანს, სრულიად არაკომპენტურები არიან.

6. მან არ იცის რა მდგომარეობაა მის მთავრობაში, არ იცის, რომ კოორდინაცია არ არსებობს, არ იცის, რომ რამდენიმე სამინისტრო პარალიზებულია და უბრალოდ დინებას მიჰყვება. არ იცის, რომ მინისტრები გაურბიან გადაწყვეტილებების მიღებას რთულ საკითხებზე. ან იცის, და ცდილობს თვალებში ნაცარი შეგვაყაროს.

7. მას აქვს ღირებულებების პრობლემა. არ ესმის, რომ დიცის და დვანის მოსახლეობის გვერდზე დადგომის შედარება ქვეყანაში არსებულ სხვა პრობლემებთან და „გაჭირვებულებთან“, როგოც მინიმუმ, მორალური არ არის. მას არ სჯერა ევროპული ღირებულებების და ევროკავშირში ინტეგრაციის. მისთვის, როგორც ჩანს, ევროპული ინტეგრაცია და ნატო უფრო პრაგმატული გათვლაა, ვიდრე ღირებულება.

8. რაც უფრო მეტს ლაპარაკობს, მით მეტ ზიანს აყენებს ქვეყანას. დღეს ისევ გაიმეორა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს ომის დაწყებაში და არა საქართველოს. ანაბანაა საერთაშორისო სამართლის, რომ ქვეყნის ხელისუფლების ქმედება ქვეყნის ქმედებას ნიშნავს. იქნებ ესეც აუხსნას ვინმემ.

9. ის აპირებს, რომ პრემიერობის დატოვების შემდეგ „გვერდიდან მართოს ქვეყანა“. ეს სრული კატასტროფაა სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის.

10. და ბოლოს. ყველაზე საშიში ისაა, რომ ამ ყველაფერს გულწრფელად ამბობს. გულწრფელობა ნამდვილად მისი ძლიერი მხარეა.

მოკლედ, ცუდადაა ჩვენი საქმე...“, - წერს სერგი კაპანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42