საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,„ქართული ლუდის კომპანია“ ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე აღნიშნავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:04, 24 May, 2019     1261

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს სს „ქართული ლუდის კომპანია“ ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე აღნიშნავს. „ქართული ლუდის კომპანიის“ კუთხე რუსთაველის კინო-თეატრის წინ იქნება განთავსებული და ყველა დაინტერესებულ ვიზიტორს სასიამოვნო გარემოს ჰპირდება.

„ქართული ლუდის კომპანიის“ სივრცე ორ ნაწილად იქნება დაყოფილი. ერთი სივრცე მთლიანად ლუდს დაეთმობა, ხოლო მეორე - ბავშვებს.

ლუდის სივრცეში ვიზიტორებს გააცნობენ ქართული ლუდის ისტორიას, ხარშვის მეთოდებს. უკეთ აღქმისათვის წარმოდგენილი იქნება ასევე ვიზუალური ფოტო და ვიდეო მასალა, რათა ნებისმიერმა სტუმარმა ლუდის ისტორიის შესახებ და ზოგადად, ზედაზენში განთავსებული საწარმოს შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს.

რაც შეეხება საბავშვო სივრცეს, ის დატვირთული იქნება სხვადასხვა პერფომანსებით. სს „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქცია საბავშვო სეგმენტშიცაა წარმოდგენილი და ამიტომ კომპანიისათვის ბავშვების აზრი უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 26 მაისს ვიდგეთ რუსთაველის გამზირზე და ჩვენს კუთხესთან მოსულ ვიზიტორებს, ჩვენი, პროდუქციის დაგემოვნებისა და ახლოს გაცნობის საშუალება მივცეთ. უკვე ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა, რომ 26 მაისი რუსთაველის გამზირზე ვიზეიმოთ. ყველას ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ველოდებით სს „ქართული ლუდის კომპანიის“ სივრცესთან, სადაც მრავალი სიურპრიზი გელოდებათ“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე.

აღსანიშნავია, რომ 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მრავალი ღონისძება იქნება წარმოდგენილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42