საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:23, 24 May, 2019     1643

ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თიბისი, ძველი კოლხური კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებენ.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა - დავით ლორთქიფანიძემ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ - ნიკოლოზ ქურდიანმა მოაწერეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან ერთად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ პრიორიტეტად ტექნოლოგიური ინოვაციების ისტორიის შესწავლა იქცა, რომლის შესაძლებლობას მუზეუმის კოლექციებში დაცული არაერთი უნიკალური არტეფაქტის ექსპერიმენტული კვლევა იძლევა.

სხვადასხვა დროს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები და ოქრომჭედლობა, როგორც ლითონის დამუშავების დახვეწილი მეთოდი, უნიკალურია და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურში. თიბისის მხარდაჭერით, კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ამ არტეფაქტების, ლითონის დამუშავებისა და ოქრომჭედლობის უნიკალური მეთოდების კვლევა და რეკონსტრუქცია იგეგმება. ეროვნული მუზეუმი და თიბისი ერთობლივად განახორციელებენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, ინოვაციურ პროექტებს, რომელთა მიზანი ძველი კოლხური კულტურის პოპულარიზაციაა.

ეროვნული მუზეუმის როლი მოსახლეობის არაფორმალური განათლებისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია, თიბისი იზიარებს ეროვნული მუზეუმის ხედვას და მის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ სამუზეუმო საქმიანობის მხარდაჭერა და საზოგადოებაში ეროვნული საგანძურის პოპულარიზაცია წარმოადგენს. მემორანდუმი მხარეებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას გულისხმობს, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართული კულტურის განსაკუთრებულ როლს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

2020 წელს ვანის განახლებული მუზეუმის გახსნა იგეგმება, რომელშიც ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ვანის მუზეუმის კოლექცია მსოფლიოში „ოქრომრავალი კოლხეთის" სახელითაა ცნობილი. თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი სწორედ ამ კოლექციის სტრატეგიულ ბრენდ-პლატფორმას, ვიზუალურ ბრენდინგსა და საკომუნიკაციო სტრატეგიას შექმნის. ასევე იქნება განახლებული ვანის მუზეუმის ოფიციალური პარტნიორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42