„მზარეული“ ბაზარზე ახალი, თანამედროვე შეფუთვით წარსდგა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:39, 24 May, 2019     2419

“ნიკორას“ შვილობილი ბრენდი „მზარეული“ სამომხმარებლო ბაზარზე ახალი, თანამედროვე, ეფექტური ვიზუალით წარსდგა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ „მზარეულის“, როგორც ბრენდის მიზანია ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივოს. რამდენიმე ათეული დასახელების ნახევარფაბრიკატი, რომელსაც კომპანია აწარმოებს რამდენიმე წუთი სჭირდება სახლში მოსამზადებლად. პროდუქტი მაღალი ხარისხის ნედლეულით მზადდება და ოჯახურ პირობებში მომზადებული კერძების გემოს მოგაგონებთ. ხარისხიან პროდუქტთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია როგორი მასალით იფუთება იგი.

უფრო დეტალურად ბრენდის და განახლებული შეფუთვების შესახებ „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯრი ანა კოშაძე გვესაუბრა:

რა შეიცვალა „მზარეულის“ ახალ შეფუთვაში?

დაიხვეწა ვიზუალი და შესაბამისად, შეიცვალა შესაფუთი მასალის დიზაინი, ლოგო, შეფუთვის ფორმა. კომპანია მრავალი წელია უმაღლესი ხარისხის შესაფუთ მასალებს იყენებს, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს პროდუქტის საგემოვნო თვისებების შენარჩუნებას. ამავდროულად, ახალი შეფუთვები ტრანსპორტისრებისთვის და შესანახად უფრო კომფორტული გახდა, მარტივია ვადის კონტროლი.

როგორი უნდა იყოს ნახევარფაბრიკატების შესაფუთი ხარისხიანი მასალა?

ბრენდის მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის ნახევარფაბრიკატები, რომლებიც თავისი საგემოვნო თვისებებით და შემცველობით ტოლს არ დაუდებს ოჯახურ გარემოში მომზადებულ კერძებს. ამ მიზნის განხორციელებაში შეფუთვას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.

ზოგადად, მა­სა­ლა და და­ნად­გა­რი, რომ­ლი­თაც ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი იფუ­თე­ბა, შექ­მნი­ლია იმის­თვის, რომ პრო­დუქ­ცია მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა გა­მო­ნა­ბოლ­ქვი, მტვე­რი, ჭუ­ჭყი და სხვა და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს და­ცუ­ლი. ამავდრო­უ­ლად, ხა­რის­ხი­ა­ნი შე­ფუთ­ვა პრო­დუქტს კვე­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბებს უნარ­ჩუ­ნებს. არ ხდე­ბა პრო­დუქ­ტის გა­მოშ­რო­ბა, შემ­ცვე­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბის, კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის და­კარ­გვა. შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლის ხა­რისხთან ერ­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­ფუთ­ვა­ში და­ცუ­ლი იყოს შე­სა­ბა­მი­სი ატ­მოს­ფე­რო, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს პრო­დუქ­ტის ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

უხა­რის­ხო მა­სა­ლით შე­ფუთ­ვამ შე­იძ­ლე­ბა პრო­დუქ­ცი­ის დაკ­ნი­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, თუ შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლა ვერ აკა­ვებს და ატა­რებს ქა­ლა­ქის მავ­ნე გა­მო­ნა­ბოლ­ქვს, თუნ­დაც ატ­მოს­ფე­როს და­მა­ბინ­ძუ­რე­ბელ აგენ­ტებს, პრო­დუქ­ტის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა იქ­მნე­ბა.

„მზარეულის“ ფართე ასორტიმენტი წარმოდგენილია, როგორც ყველასათვის საყვარელი, ტრადიციული ქართული სამზარეულოთი ასევე ევროპული რეცეპტურით დამზადებული კერძებით. ვფიქრობთ ნებისმიერი მომხმარებელი თავის საყვარელ გემოს აღმოაჩენს 26 დასახელების პროდუქციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42