"ვერ ვასრულებ დანაპირებს და ძალიან ბევრს ვტირი, ბოდიში რომ შენს გოგოსაც ვაწუხებ, მეშინია..." - ოზურგეთში, ავარიისას დაღუპული ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილი
სოც.მედია - 16:45, 23 May, 2019     9533
ოზურგეთში , ავარიისას დაღუპული 25 წლის ბაიკერის, მამუკა ნაცვალაძის მეუღლე, სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს.როგორც ქეთევან ნარიმანიძე წერს, დროსთან ერთად სიყვარული და მონტრება კიდევ უფრო უძლიერდება და მას სწორედ ამის ეშინია.

"ვიცი, რომ ამას არ უნდა ვდებდე და ვწერდე... ვიცი, რომ გამიბრაზდებოდი და გამიბრაზდები ამისთვის... ვიცი, რომ არ გიყვარს არაფერი მსგავსი და მაპატიე, ჩემო .
ბოდიში მაქვს შენთვის მოსახდელი...
ბოდიში იმისთვის, რომ ვერ ვასრულებ შენთვის დანაპირებს და ხანდახან ძალიან ბევრს ვტირი და გაწუხებ, ვიცი...
ბოდიში იმისთვის, რომ შენს გოგოსაც ვაწუხებ და უპასუხისმგებლოდ ვიქცევი, როგორც შენ ამბობდი ხოლმე ყველა ჩემს ნერვიულობაზე და ახლაც სიტყვა-სიტყვით იგივეს მეტყოდი, ესეც ვიცი...
ბოდიში იმისთვის, რომ არ ვიქცევი ისე, როგორც შენ მომიწონებდი...
ბოდიში იმისთვის, რომ უშენოდ ვიძინებ, ვიღვიძებ, ვჭამ, ვსუნთქავ, ხან ვიცინი, ხან რას ვაკეთებ და საერთოდ რომ ვარსებობ შენ გარეშე...
ბევრჯერ მითქვამს, უშენოდ მოვკვდები მეთქი და შენ მაინც ხომ იცი, რომ ამას ზუსტად ასე ვგრძნობდი და ვგულისხმობდი...
ასეც იყო... მე ყოველთვის ვიცოდი, რომ უშენობა ცუდ ამბებს შორის ყველაზე ცუდი რამ იყო, რაც შეიძლებოდა გადამხდენოდა და ახლა რას ვაკეთებ? - ჩემგან გასაკვირი სიმშვიდით უშენობის ყველაზე საშინელ ფორმას ვუძლებ...
მეშინია იცოდე, მეშინია იმის, რომ ეს გრძნობაც და მონატრებაც ყოველ დღე ისევე უფრო ძლიერდება, როგორც ჩემი სიყვარული და ისევ მხოლოდ შენი იმედი მაქვს, რომ ამის გაძლებასაც ისევე მასწავლი, როგორც ამხელა, ჩემთვის წარმოუდგენელი სიყვარული მასწავლე...
ვიცი, რომ შენ ყველაფერი იცი, მაგრამ მაინც უნდა გითხრა, რომ მიყვარდი არა, მიყვარხარ და მენატრები. ისევ იმ ფორმით, ისევ სიცოცხლეზე მეტად და დღითი-დღე უფრო და უფრო..." - წერს ქეთევან ნარიმანიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42