ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „პოლიტმეტრის“ წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა პრემიერმინისტრს ჟურნალისტებთან კომუნიკაციის ის ფორმა დაუწუნა, რა ფორმაშიც დღევანდელი შეხვედრა ჩატარდა.
ნინო ჟიჟილაშვილი დაინტერესდა, პრემიერმა პირადად აირჩია ეს ფორმა თუ მისმა მრჩევლებმა აურჩიეს, ასევე დაინტერესდა, ვინ შეუდგინა ის ამონარიდები ჟურნალისტების გამონათქვამებიდან, რაც პრემიერმინისტრმა წაიკითხა.
"ვინ გიმზადებს, ვინ გეხმარებათ, კონსულტაციებს ვისთან გადიხართ მსგავსი შეხვედრების ორგანიზებისას. ნაწერი რომ გიჭირავთ, ვისი ნაწერია, რომ გვითხრათ. ვინ გირჩევთ კომუნიკაციის ამ ფორმას ჟურნალისტებთან და აქედან რომ გახვათ, თუ უსაყვედურებთ მათ?. ეს ფორმა კომუნიკაციის თქვენი არჩევანია თუ არის დამხმარის როლი და კონკრეტულად ვისი? უშვებთ თუ არა შესაძლებლობას, რომ კომუნიკაციის ეს ფორმა იყოს შეცდომა?".
პრემიერმინისტრსა და ჟურნალისტს შორის დიალოგი ამ ფორმით გაგრძელდა:
ნინო ჟიჟილაშვილი: "თვლით თუ არა, რომ ასეთი ფორმით კომუნიკაცია არის შეცდომა?"
პრემიერი: "რა ფორმით?"
ნინო ჟიჟილაშვილი: "აი, ასეთით, რასაც საზოგადოება ახლა ადევნებს თვალს"
პრემიერი: "შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?"
ნინო ჟიჟილაშვილი: "კი, ბატონო. თქვენ ჩვენ გვიწოდეთ ფოსტალიონები..."
პრემიერი: "რატომ ცრუობთ, არაა ასე..."
ნინო ჟიჟილაშვილი: "შეიძლება დავასრულო?"
პრემიერი: "არა, არა, არ დაასრულოთ!". - ამის შემდეგ პრემიერმინისტრმა განმარტა, რომ ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ხოლო ამ ფორმატში შეხვედრას „სწორი გადაწყვეტილება“ უწოდა და დაამატა, რომ ფორმა მისი შერჩეული იყო.
მასალის გამოყენების პირობები






