ქვეყნის კურსის შეფასება ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - NDI-ის კვლევა
პოზიცია - 10:44, 21 May, 2019     1950

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერდღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის კურსის შეფასებარეკორდულად დაბალია. მოსახლეობის 46 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორიმიმართულებით ვითარდება, 25 პროცენტის აზრით კი - სწორი მიმართულებით. ამასთან,2018 წლის დეკემბრის შემდეგ 48 პროცენტიდან 56 პროცენტამდე გაიზარდა იმ ადამიანთარაოდენობა, ვინც მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს. მოსახლეობის მხოლოდ 36პროცენტი აფასებს მთავრობის საქმიანობას კარგად. თბილისისა და დიდი ქალაქებისმოსახლეობა მთავრობის საქმიანობას უფრო ნეგატიურად აფასებს: 64 და 66 პროცენტი, შესაბამისად.

მოსახლეობა ფიქრობს, რომ ქვეყანას და საზოგადოებას სხვადასხვა ძალა ანაწევრებს, მათშორის: ქვეყნის ლიდერები (68 პროცენტი), ქართული მედია (72 პროცენტი), არსებულიეკონომიკური სისტემა (73 პროცენტი), რუსეთი (73 პროცენტი) და პოლიტიკოსები (73პროცენტი). მოსახლეობას რელიგია (62 პროცენტი) და საგანმანათლებლო დაწესებულებები (53%) გამაერთიანებელ ძალებად მიაჩნია.

გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის ლიდერების - პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა დაპარლამენტის თავმჯდომარის - შეფასება ბოლო სამი წლის მანძილზე გაუარესდა.

მაგალითად, მათ საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 20 პროცენტზე ნაკლები აფასებს.თუმცა თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობა საზოგადოების მხრიდან მოწონებით (43პროცენტი) სარგებლობს.

მოსახლეობა ინსტიტუტებს განსხვავებულად აფასებს. მაგალითად, მოქალაქეები ყველაზეკარგად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (61 პროცენტი), იუსტიციის სახლების (59 პროცენტი) და ჯარის (55 პროცენტი) საქმიანობას, ხოლო ყველაზე ცუდად მთავარი პროკურატურის (14 პროცენტი), პარლამენტისა (12 პროცენტი) და სასამართლოების საქმიანობას აფასებენ. მოსახლეობის 46 პროცენტი ფიქრობს, რომ ეკლესიას გავლენა უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, ხოლო 39 პროცენტიმიიჩნევს, რომ ეკლესიას ამ პროცესებზე საერთოდ არ უნდა ჰქონდეს გავლენა.

“სამწუხაროდ, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ლიდერები საზოგადოების ერთიანობისსაზიანოდ მოქმედებენ.” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა. - “საზოგადოების გახლეჩა და პოლარიზაცია საფრთხეს უქმნის საქართველოს მედეგობასა და განვითარებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეები ქვეყნის კურსთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ლიდერები სამაგალითოები უნდა იყვნენ და საზოგადოების გაერთიანებისთვის მეტი ძალისხმევა უნდა გასწიონ.”

კვლევის თანახმად, საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა კვლავაც დაბალია. მოსახლეობის 37 პროცენტი მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს. “ქართულ ოცნებას” - 21 პროცენტი, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” - 15 პროცენტი, “ევროპულ საქართველოს” - 4 პროცენტი, “პატრიოტთა ალიანსს” კი 3 პროცენტი უჭერს მხარს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 60 პროცენტი არ არის გადაწყვეტილი თუ ვის მისცემდა ხმას. ხვალ რომ

არჩევნები ტარდებოდეს, 17 პროცენტი “ქართულ ოცნებას”, 14 პროცენტი კი “ერთიანნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა ხმას. 3-3 პროცენტი “ევროპულ საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსს” დაუჭერდა მხარს.

“ქვეყნის ლიდერებისადმი მკაფიო უკმაყოფილება და ქვეყნის განვითარების კურსისადმი ნდობის ნაკლებობა ნათელი მესიჯია, რომელმაც პარტიებსა და არჩეული თანამდებობის პირებს საკუთარი მიდგომებისა და პოლიტიკის გადახედვისკენ უნდა უბიძგოს. 2020 წელს წარმატების მისაღწევად მათ გამჭირვალე, პოზიტიური და ინკლუზიური პოლიტიკა და დაპირებების შესრულება სჭირდებათ,” - განაცხადა თორნტონმა.

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42