„m²“ საქართველოში კიდევ 10 სასტუმროს გახსნის
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:40, 20 May, 2019     1192

ა/წ 17 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა, ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მიღება გამართა და სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს სასტუმროების ქსელის განვითარების ახალი მიმართულების კონცეფცია წარუდგინა.

ამ ეტაპზე, სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც, საერთო ჯამში, 1,000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. სრული ინვესტიცია სასტუმროების განვითარების ფარგლებში არის 377 მილიონი ლარი. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველი სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ის ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში მდებარეობს.

„ქსელის განვითარების მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული: 2019 წლის დეკემბერში სრულდება 125-ნომრიანი სასტუმრო „რამადა თბილისის“ მშენებლობა მელიქიშვილის პროსპექტზე; გუდაურს კი 2019 წლის ზამთრის სეზონზე ახალ 121-ნომრიან სასტუმროს შევმატებთ. დაწყებულია 125-ნომრიანი „რამადა ქუთაისის“ მშენებლობაც; უახლოეს წლებში ვგეგმავთ სასტუმროების გახსნას მესტიაში, თელავში, ახაშენსა და ზუგდიდში. ტურიზმის მზარდი განვითარების პირობებში, ქვეყანას ყველა რეგიონში ესაჭიროება საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმროები. მიგვაჩნია, რომ ამ მასშტაბის ინვესტიცია, არა მხოლოდ რეგიონების ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და მოსახლეობის დასაქმებას დაეხმარება, არამედ თანმიმდევრულად აამაღლებს ქვეყნის მომსახურების სტანდარტებსაც და გააუმჯობესებს ჩვენს იმიჯსაც, რაც ვიზიტორთა მხარჯველუნარიანობის შეუქცევად ზრდას შეუწყობს ხელს. პროექტების კონცეფციის გაცნობა „m²“-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია“, - ამბობს თამარ გულედანი, „m2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42