დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა უპირობო შეკრების წესი შესაძლოა, უფრო მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრი სასჯელის შთანთქმის პრინციპით შეიცვალოს.
სამართალი - 17:56, 07 Nov, 2012     498
საკნონმდებლო ცვლილებათა პირველი პაკეტი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციონალური რეფორმის პირველ ეტაპს შეეხება.
კერძოდ, ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამ უმნიშვნელოვანეს კანონში იგეგმება. ესენია: ორგანული კანონი "საერთო სასამართლოების შესახებ", კანონი "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ", კანონი "იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ". ამ კანონპროექტების მიღების შემთხვევაში: შეიცვლება საქართველოს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი; გაუქმდება პრეზიდენტის უფლება, დანიშნოს ორი წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში; საქართველოს მთავრობა შეიძენს უფლებამოსილებას, დანიშნოს სამი წევრი, ოღონდ იურისტთა აკადემიური წრეების, იურიდიული პროფილის მქონე სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების ან/და ადვოკატთა ასოციაციიდან; შემცირდება საქართველოს პარლამენტის კვოტა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში; საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას მიეცემა რეალური თვითმმართველობის განხორციელების შესაძლებლობა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღარ იქნება მოსამართლეთა კონფერენციისა და მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე; საქართველოს უზენასი სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება ექსკლუზიური უფლებამოსილება, დაასახელოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კანდიდატურები; მოსამართლეთა კონფერენციას მიეცემა უფლება, ფარული კენჭისყრით აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, მოსამართლეთა დისციპლინური კოლეგიის, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრები; მოსამართლეთა დისციპლინური კოლეგია მთლიანად გამოეყოფა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ცალკე ორგანოდ ჩამოყალიბდება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელ ორგანოებში მონაწილეობის უფლება.
საკანონმდებლო ცვლილებების მეორე პაკეტი, შეეხება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობისდროს სასჯელთა უპირობო შეკრების წესის ცვლილებას. აღსდგება უფრო მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრი სასჯელის შთანთქმის პრინციპი.
საჯარო განხილვას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. საკანონმდებლო ცვლილებებისა და დამატებების პროექტების პრეზენტაციას კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ წარმოადგენს.
პრეზენტაციის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წევრები, ქვეყანაში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელები, იურიდიულ საკითხებზე მომუშავე ქართული და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42