დვანის შემდეგ მავთულხლართების გასავლებად ოკუპანტები ხურჩასა და განმუხურშიც ემზადებიან
საზოგადოება - 13:46, 01 Oct, 2013     5111

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები ხურჩა და განმუხური, შესაძლოა, აფხაზეთის ოკუპირებულ ნაწილს მიუერთონ და რუსმა ოკუპანტებმა იქ მავთულხლართების გავლება დაიწყონ. 

ორივე სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა ამ საფრთხის შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დვანში დიდი გამოხმაურება ჰპოვა ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო კონტინგენტში.

„გადაადგილების დროს რუსები ხშირად გვეუბნებიან, დვანი მონაგონი იქნება, მალე საზღვარს აქაც გავავლებთ, ახლა თხრილების გასავლებად და ღობეების გასამაგრებლად მასალას ველოდებით რკინიგზით, ვაგონები უკვე წამოსულია რუსეთიდანო“, - აცხადებს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები ზაურ ტ.-ა. ნაბაკევი სოფელ ხურჩას ესაზღვრება. 

შეგახსენებთ, რომ სოფლები ხურჩა და განმუხური მდინარე ენგურს გაღმა მდებარე სოფლებია, რომლებიც ზუგდიდის რაიონში შედის. ენგურს გაღმა მდებარეობს ასევე სოფელ ორსანტიის ნაწილიც. აფხაზურ მხარეს ადრეც არაერთხელ გამოუთქვამს პრეტენზია, რომ ეს სოფლები გალის რაიონის შემადგენლობაში შედიოდა და ახლაც ასე უნდა იყოს. 

ჯერ კიდევ 1998 წლის გაზაფხულზე ჩატარებული ეთნიკური წმენდის დროს გალის რაიონში, აფხაზურმა მხარემ ორსანტია-განმუხურის მონაკვეთზე, ენგურზე გადებულ ხიდთან ტრაფარეტი „გალის რაიონი“ აღმართა და ხიდის ბოლოს აფხაზური დროშა ააფრიალა, ხოლო ადგილობრივი მცხოვრების სახლში, ხიდთან ახლოს შტაბი განათავსა, სადაც აფხაზური შეიარაღებული დაჯგუფებები მორიგეობდნენ. 

იგივე მოხდა სოფელ ხურჩაშიც, სადაც ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის პოზიციური შეტაკებებიც მიმდინარეობდა, რასაც სოფლის განაპირას მცხოვრებთა სახლები შეეწირა. მაშინ სიტუაცია რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩარევის შედეგად განიმუხტა, რადგან იმ ეტაპზე რუსულმა მხარემ დაუშვებლად მიიჩნია ადმინისტრაციული საზღვრების გადახედვა. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აფხაზურმა და რუსულმა შენაერთებმა ისევ მოახდინეს სოფელ განმუხურის ოკუპაცია და იქ მდებარე პატრიოტული ბანაკიც გადაწვეს. ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ამჯერად რუსი ოკუპანტები ისევ ძველი, ე.წ. „აფხაზეთის საჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ რუკით იხელმძღვანელებენ და, ჩათვლიან რა, რომ მდინარე ენგური ზუგდიდისა და გალის რაიონების ბუნებრივი გამყოფი იყო, მავთულხლართებს სწორედ ენგურის გასწვრივ გაავლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით ქართული ტერიტორია მოექცევა. 

„ამისთვის ისინი სერიოზულად ემზადებიან. ნაბაკევის ბაზაზე, სადაც რუსები დგანან, ტრაფარეტებიც კი გაამზადეს და ამბობენ, რომ საზღვარი ენგურის გასწვრივ უნდა გაივლოს. როცა ვეკითხებით, ადრე ხომ ასე არ იყოო, გვპასუხობენ, რომ აფხაზების გამოცემულ რუკებზე ეს სოფლები აფხაზეთის ტერიტორიაშია მოქცეული“, - ამბობს „ნიუპოსტთან“ საუბარში ზაურ ტ.-ა. 

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავს მოსაზრებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს თემა დღის წესრიგში არ დგას.

ოთო ალანია, "ნიუპოსტი", ზუგდიდი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42