„არამზადები!“ - ლატვიელ ტურისტს თბილისელმა ტაქსისტმა აეროპორტიდან სასტუმრომდე 250 ლარი მოსთხოვა
სოც.მედია - 10:21, 16 May, 2019     3423
საოპერო მომღერალი სოციალურ ქსელში იმ ამბის შესახებ წერს, რომელიც მის ნაცნობ უცხოელს თბილისში შეემთხვა:
„გუშინ საქართველოს სტუმარმა ლატვიელმა გოგომ მითხრა, აეროპორტიდან სასტუმრომდე ტაქსმა 250 ლარი(!!!) მომთხოვაო. საბედნიეროდ, უკვე გარკვეული ვიყავი მეგობრებისგან ფასებში და 40 ლარი მივეციო.ამაზე იმ არამზადა მძღოლს მისთვის ჩხუბი აუტეხია...ეს ფული სახლამდე არ მეყოფაო.ამ გამჭრიახ გოგოს მიუგია....შედით ინტერნეტში და ნახეთ, „იანდექს ტაქსი“ საერთოდ 20ლარს იღებს,როგორ არ გრცხვენიათო. ამ გოგომ მითხრა, 250 კი არა, ჩემს მეგობრებს 385 ლარს სძალავდნენო. ამდენი მსოფლიოში არ ღირს ტაქსი და თქვენი მძღოლები რამ გადარიათო. ბოლობოლო, მთავრობამ იქნებ, აუკრძალოს ამ თაღლითებს ეს "ბიზნესი".ქვეყანაზე წარმოდგენა აეროპორტიდან იწყება და ეს არამზადები ასე ლახავენ მის იმიჯს. ეს ხალხი მერე სოც.ქსელებში წერს მათი გაბითურების შემთხვევებს და მერე ნელ-ნელა აღმოვაჩენთ, რომ ტურიზმის პროცენტული მაჩვენებელი...მიუხედავად ჩვენი ხინკალ-ჩურჩხელებისა...მზეზე დადებული ნაყინივით ჩამოგვიდნება.

ადრე თავადაც შევესწარი და ვეჩხუბე, თუ როგორ სძალავდა ბათუმში პლაჟის ზედამხედველი 5-ლარიან შეზლონგში ტურისტს 20 ლარს. სირცხვილია, მეგობრებო, თავს გვჭრიან ასეთი ხალხი. ყველა ამ გოგოსავით საზრიანი ხომ ვერ იქნება? ეგ კი არა, ერთ ტურისტს 250$ მიუცია მძღოლისთვის შავ ზღვაზე ჩამიყვანეთო და იმას... თბილისის ზღვაზე აუყვანია. მადლობა ღმერთს, მიხვდა ის კაცი რომ 30წუთში ვერ იქნებოდა შავ ზღვაზე.არამზადები!! იმედია, ტაქსების ამ ახალ რეგულაციებით უფრო გაიწმინდება სიტუაცია!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42