ცესკო: გარკვეული ჯგუფები ამომრჩეველთა სიების გადამოწმებისას ჩვენი სახელით სარგებლობენ
საზოგადოება - 12:31, 01 Oct, 2013     1105

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა ჯგუფები ამომრჩევლებთან ურთიერთობისას  ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით სარგებლობენ და ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის მოტივით ამომრჩეველთა მონაცემებს აგროვებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მიესალმება ამომრჩეველთა სიების გადამოწმების ყველა მცდელობას და მზად არის ხელი შეუწყოს ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მხარეს. ამასთან, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხს აგებს მხოლოდ მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ნუ ისარგებლებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით.

აღსანიშნავია, რომ 27 სექტემბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიებმა ამომრჩეველთა საინფორმაციო ბარათების დარიგების პროცესი დაიწყეს. ამ ბარათების მეშვეობით ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები:  მათი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რეგისტრაციის ადგილი და  იმ საარჩევნო უბნის მისამართი, სადაც კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ამომრჩევლებს ისარგებლონ ყველა არსებული საშუალებით და გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა სიებში.

ამომრჩეველთა ერთიანი სია - http://voters.cec.gov.ge/

ცესკო-ს ცხელი ხაზი - 2 51 00 51

ონლაინ ჩეთი - http://www.cec.gov.ge/webim/client.php?locale=ge

ონლაინ ოპერატორი - http://call.cec.gov.ge:8080/?job=click2call




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42