“ვენდი”-ს რესტორნებში პიცის გაყიდვებმა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:24, 15 May, 2019     1719

“ვენდი”-ს ამერიკულ რესტორნებში პიცის გაყიდვებმა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. როგორც მოგეხსენებათ, რამოდენიმეთვისწინ„ვისოლ ჯგუფმა“ ბიზნესის დივერსიფიკაცია განაგრძო და პიცერიების ქსელის შექმნადაიწყო. საქართველოს“ვენდი”-სრესტორნებში “ვენდი”-სპიცისკუთხეებისგაყიდვების მაჩვენებელი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ გარდა „ვენდის“ ექვსი რესტორნისა, სადაც მომხმარებელს უკვე შეუძლია უგემრიელესი პიცების დაგემოვნება, მომავალი ერთი თვის განმავლობაში „ვისოლ ჯგუფი“პიცისკუთხეებს„ვენდის“ კიდევ სამ რესტორანში შექმნის.

“სულ ორი-სამი თვის წინათ დავიწყეთ ახალი ინოვაციური პროექტი: “ვენდი”-ს რესტორნებში პიცის კუთხეების შექმნა და ჩვენი ერთგული მომხმარებლებისათვის უგემრიელესი პიცის შეთავაზება. ალბათ, აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ეს პროექტი კიდევ ერთი უნიკალური პროექტია “ვენდი”-ს სისტემაში და უნიკალურია მსოფლიო მასშტაბითაც. “ვენდი”-ს რესტორნებში ამ ეტაპზე პიცა მხოლოდ საქართველოში იყიდება, თუმცა როგორც ჩვენს ქვეყანაში მიღებული პრაქტიკა აჩვენებს, შესაძლოა საქართველოში შექმნილი წარმატებული პროექტი სხვა ქვეყნებშიც დაინერგოს. შედეგი მართლაც საინტერესოა: დღესდღეობით “ვენდი”-ს პიცის კუთხეები ფუნქციონირებენ “ვენდი”-ს ექვს სხვადასხვა რესტორანში და ყველგან გაყიდვების მაჩვენებლები აღემატება დაგეგმილ პარამეტრებს. ამან ბუნებრივია შეგვძინა ახალი მომხმარებელი და გაზრდილმა შემოსავლებმა დადებითად იმოქმედა რესტორნების მომგებიანობის შემდგომ ზრდაზე” – აცხადებს “ვენდი”-ს გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

საწყის ეტაპზე “ვენდი” ხუთი სახეობის პიცას სთავაზობდა მომხმარებლებს: პიცა ბეკონატორი, პიცა ოთხი ყველით, მარგარიტა, პეპერონი და ვეგეტარიანული პიცა. რამოდენიმე კვირის წინ პიცის ასორტიმენტს კიდევ ორი ახალი პიცადაემატა: ბელისიმო და კაპრიჩოზა. “ვენდი”-ს პიცა მზადდება მხოლოდ იტალიური ინგრედიენტებისგან, ესენია: იტალიური ფქვილი, მოცარელა, პიცის იტალიური სოუსი, ყველი პარმეზანი და ყველი გორგონძოლა. პიცის ზომა უნიფიცირებულია, საშუალო (დიამეტრი – 33სმ) და ყველა სახეობის პიცის ფასი იდენტურია: 11.40 ლარი.პიცებისდაგემოვნებაგარდა„ვენდის“ რესტორნებისა, ნებისმიერ სასურველ ადგილასააშესაძლებელიmenu.geდაGlovo-ს მიტანისსერვისისმეშვეობით.

“მიღწეული შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ჩვენს მომხმარებლებს გამორჩეულად გემრიელი პიცის დაგემოვნება შეეძლებათ “ვენდი”-ს კიდევსამ რესტორანში. წლის ბოლომდე ასევე დავამატებთ რამოდენიმე ახალ ლოკაციას, სადაც “ვენდი”-ს პიცის მირთმევა იქნება შესაძლებელი” – აცხადებს გიორგი მშვილდაძე.

თავად პროდუქტის შესაქმნელად კომპანია საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა იტალიელ კონსულტანტებთან ქ. ნაპოლიდან. ნაპოლი - იტალიური პიცის დაბადების ადგილია. სწორედ იტალიელ კონსულტანტებთან ერთად შეირჩა რესტორნებისთვის პიცის ასორტიმენტი, ინგრედიენტები და დანადგარები. ასევე, იტალიელ ექსპერტებთან ინტენსიური ტრენინგი გაიარეს კომპანიის სპეციალისტებმა, რომლებთან ერთადაც პიცერიების ქსელის განვითარებადაიყო.

"ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლჯგუფმა" 2013 წელსდაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე საქართველოში დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42