შსს-მ ნარკორეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სამართალი - 10:18, 01 Oct, 2013     1351

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა–გასაღების და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტზე ირანის მოქალაქე სეიდინ საბაჰ ე. (SEYED SABAH E.) დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული საქართველოში ირანიდან ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა და გასაღების მიზნით შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი". სამართალდამცველებმა სეიდინ საბაჰ ე. ნარკოტიკული შაშუალების გასაღების ფაქტზე იმავე დღეს თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ის ყიდდა, და 2000 აშშ დოლარი, რომელიც მან ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიიღო.

სეიდინ საბაჰ ე-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი". ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სულ ამოღებულია 23,4708 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 9,2187 გრ "ჰეროინს" შეიცავს.

ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბრალდებული დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42