საქართველოს ბანკი თანამშრომლებისთვის Facebook–ის ინოვაციურ საკომუნიკაციო პლატფორმას Workplace-ს ნერგავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:37, 13 May, 2019     1017

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, თანამშრომლებისთვის ინოვაციური საკომუნიკაციო პლატფორმის - Workplace-ის დანერგვის შესახებ განაცხადა. Workplace-ი Facebook-ის მიერ შექნილი ბიზნეს პლატფორმაა კომპანიებისთვის. Workplace-ის დანერგვის მიზანი საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის თანამედროვე საკომუნიკაციო არხის შეთავაზებაა. ამასთან, მათთვის ისეთი გარემოს შექმნა სადაც ოპერატიულად, თანამედროვე ინსტრუმენტებით მოხდება ორგანიზაციის შიგნით ინფორმაციის გაცვლა, უკუკავშირის მიღება და ჩართულობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი არის ერთერთი პირველი ქართული კომპანია, რომელიც თანამშრომლებისთვის Workplace-ის შიდა პლატფორმას - გამჭვირვალობის, ღიაობის, ნაკლები ბიუროკრატისა და მეტი ეფექტურობის მიზნით ნერგავს.

„თანამედროვე სამყაროში კომუნიკაციის აქტიურ საშუალებას წარმოადგენს ჩვენი ტელეფონები თუ Facebook-ის პირადი შეტყობინებები, სამსახურში- ელექტრონული ფოსტა. ჩვენ კი გადავწყვიტეთ ჩვენი 7000 თანამშრომლისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან უკეთეს და გასხვავებულ საქართველოს, შეგვეთავაზებინა უფრო კომფორტული, თანამედროვე, დინამიური და საინტერესო პლატფორმა ინფორმაციის მიღებისთვის და გაზიარებისთვის. ჩვენი მიზანია, გუნდის თითეულ წევრს შევუქმნათ ახალი სამუშაო სივრცე, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, ქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია ინტერესების გაზიარებისთვის და პროაქტიულობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლები Workplace-ით ისარგებლებენ არასამუშაო დროსაც. ოპერატიულად მოიძიებენ სწორედ მათ ინტერესებზე მორგებულ, საჭირო და საინტერესო ინფორმაციას. გვჯერა, რომ როდესაც კომპანიის კორპორაციული კულტურა დაფუძნებულია გამჭვირვალობასა და თანამშრომლების განვითარებაზე, ასეთ დროს თითოეულ თანამშრომელს უკეთესად ესმის მისი საქმიანობის რეალური ღირებულება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, Workplace-ის ინტერფეისი და ფუნქციონალი არის მსოფლიოში ცნობილი სოციალური ქსელის Facebook-ის ანალოგი. ის თანამედროვე და ადაპტირებული სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას, მათ სამომავლო განვითარებას. საქართველოს ბანკის Workplace-ი ინტერაქციული და თანამშრომლების ინტერესზე მორგებული საკომუნიკაციო პლატფორმა იქნება, რაც კიდევ უფრო მეტად წაახალისებს საერთო ინტერესების მქონე ჯგუფების ინტერაქციას, ინფორმაციის ოპერატიულად მიმოცვლას, როგორც თითოეული თანამშრომლის, ასევე მენეჯმენტის მხრიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42