საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 3 მგვტ ელექტროენერგია შეემატა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:33, 13 May, 2019     1907

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ“ ,,ჩხოროწყუჰესის“ გენერატორი #1-ის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ჰიდროაგრეგატს, შესაბამისად, 6 მგვტ-იანი ჰესის გამომუშავება, დადგმულ საპროექტო გამომუშავებას მაქსიმალურად მიუახლოვდა. მხოლოდ ამ პროექტში კომპანიამ 2 252 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

,,1967 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ჰესი გაეშვა ექსპლუატაციაში, აგრეგატის ასეთი მასშტაბური და სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა. დამონტაჟდა თანამედროვე მართვის და მონიტორინგის სისტემა (SCADA), ასევე თანამედროვე სარელეო დაცვები და გამოიცვალა სხვა დეტალები და კვანძები, რომლებიც აუცილებელია, ჰიდროაგრეგატის გამართული და ეფექტური მუშაობისთვის“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ ჰესების ექსპლუატაციის, დიაგნოსტიკის და პროფილაქტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლევან საჩალელმა.

,,ჩხოროწყუჰესის“ აგრეგატის რეაბილიტაცია-რეკონსტრუცია 2017 წლიდან, 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში მუშაობდა ჰესზე არსებული მხოლოდ ერთი აგრეგატი, რომელიც დაახლოებით 2,6 მგვტ სიმძლავრეზე მუშაობდა. მეორე აგრეგატის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი მოხერხდა გამომუშავებული ელექტროენერგიის გაზრდა.

,,აღსანიშნავია, რომ საჭირო დეტალები, რომლითაც მოხდა გენერატორის სრული რეკონსტრუქცია, დაპროექტებულია ევროპაში, კერძოდ - სლოვენიაში, ტურბინების მწარმოებელ, ,,ენერგო-პრო ჯგუფში“ შემავალ კომპანიაში ,,ლიტოსტროი ფაუერ გრუპი (Litostroy Power Group). ნაწილები შემოვიტანეთ საქართველოში და გენერატორის აწყობა მოხდა ადგილზე, უცხოელი სპეციალისტების მიერ“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციას“ გენერალური დირექტორის მოადგილემ დიან დიმოვმა.

,,ჩხოროწყუჰესი“ საშუალო დაწნევის მქონე მცირე ჰესია. მდებარეობს დაბა ჩხოროწყუში. ჰესი აგებულია მდინარე ხობისწყალზე. ექსპლუატაციაში გაეშვა 1967 წელს. მისი საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 6 მგვტ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42