„ზონანიუსზე“ კიბერშეტევის შედეგად ყველა მასალა წაიშალა
სოც.მედია - 21:50, 30 Sep, 2013     1601

რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელფეისბუქზეგავრცელდა განცხადება, რომ საინფორმაციო სააგენტოზონანიუსზეგანხორციელებული კიბერშეტევის შედეგად ყველა გამოქვეყნებული მასალა წაიშალა.

ამ დროისთვისზონანიუსისვებ-გვერდის მიმდინარე ამბებისა და არქივის გვერდზე არცერთი მასალა არ იკითხება. მაკა ჯანაშია მომხდარში შსს- და მის დეპარტამენტს სუს- ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შეტევა ღიად განხორციელდა, რასაც ელექტრონულ ფოსტაზე მოსული შეტყობინებები ადასტურებს.

რედაქცია აცხადებს, რომ ყველა გამოქვეყნებული მასალის ცალკე არქივი გააჩნიათ და უმოკლეს დროში საიტზე მასალები ხელახლა აიტვირთება. ამასთან,ისინი აპირებენ, მომხდარის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდოს.

"დღეს საღამოს გატყდა zonanewes-ის საიტი და ყველა ინფორმაცია, რაც ვებ-გვერდზე იდო სათითაოდ წაიშალა. ჩვენი ღრმა რწმენით, ამის შესაძლებლობა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. ჩვენი აზრით, შესაძლოა, რომ დღეს ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიის გამო, სადაც საზოგადოებას შევატყობინეთ ღამის კლუბ "სენატში" მომხდარი ორმხრივი სროლების შესახებ, რომელზეც შსს-ს სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღუძრავს (ასეთი კომენტარი გააკეთა შსს-ს პრესსპიკერმა), შინაგან საქმეთა სამინისტრომ შური იძია საიტზე და შეგვიზღუდა ინფორმაციის გავრცელება. ასევე ჩვენი ღრმა რწმენით, ესაა ღია და დაუფარავი თავდასხმა მედიაზე, რის გამოც ინფორმაციას ხვალვე მივაწვდით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველა საქართველოში მოქმედ საელჩოს", - წერს "ზონანიუსის" რედაქტორი მაკა ჯანაშია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტოზონანიუსისექტემბრის დასაწყისში შეიქმნა და, ძირითადად, გაუხმაურებელი კრიმინალური ფაქტების გაშუქებით იყო დაკავებული. საიტზე ქვეყნდებოდა ექსკლუზივები, რომელთაგან ერთერთი ბოლო იყო ექსკლუზიური ინფორმაცია გუშინ ღამის კლუბსენატშიმომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ, რაც შსს- პრესსამსახურმა მოგვიანებით უარყო და განაცხადა, რომ კლუბის დაცვის წევრებმა მოკამათეთა დასაშოშმინებლად მხოლოდ პნევმატური იარაღი გამოიყენეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42