დვანელები: რაც აღა-მაჰმად ხანისა და შაჰ-აბასის დროს არ მომხდარა, ის ხდება...
საზოგადოება - 21:12, 30 Sep, 2013     6829

,,რაც აღა-მაჰმად ხანისა და შაჰ-აბასის დროს არ მომხდარა, ის ხდება, ჩვენი ხელით ასწლიან კაკლებსა და ვენახებს გვაჩეხინებენ. ვთხოვთ მსოფლიო საზოგადოებას, გაეროს, ევროკავშირს, ბატონ ობამას, რამენაირად თანადგომა გაგვიწიონ“, - ამის შესახებ დვანში მვხოვრებმა ერთერთმა ქალბატონმა „ტვ3“-ის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“ განაცხადა.

„დღეს მარტო სამი მოსახლის ბედი არ წყდება, დღეს საქართველოს ბედი წყდება, სოფელი ალყაშია მოქცეული. თუ ჩემი სიცოცხლე აუცილებელია, დავდგები იმ მავრთულხლართების წინ და ტყვიის არ მეშინია, მაგრამ არცერთ ხელისუფლებას არ უღირს ეს და მოვუწოდებ ყველას, რომ ყველა ბერკეტი გამოიყენოს, მივმართავთ პუტინს - შორს ხელები საქართველოსგან. ვთხოვ მთელ საზოგადოებას დაგვიდექით გვერდით,“, - აცხადებენ დვანელები.

ისინი უარყოფენ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტერიტორია 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგული იყო და ახლა ოსური მხარე მას იბრუნებს.

„ომის შემდეგ თუ დაკარგული იყო ეს ტერიტორია, როგორ ცხოვრობდა ეს ხალხი? ამის თქმით ჩემი ქართველები სიტყვასიტყვით იმეორებენ იმას, რასაც ოსური ხელისუფლების წარმომადგენელი გვეუბნებოდა, რომ ისინი თავიანთ კონსტიტუციურ ვალს ასრულებენ. რომ იძახიან, სააკაშვილმა მოუწყო გენოციდი ოს ხალხსო, რუსეთი არ გვიწყობს ჩვენ გენოციდს? მე მინდა, განზე გადადოთ ყველაფერი, გაერთიანდეთ და მივხედოთ ამ პრობლემას, 400-500 ჰექტრამდეა უკვე დაკარგული“, - ამბობს დვანში მცხოვრები ქალი.

,,გამოსავალი ერთადერთია - თუ მთელი ქვეყანა დადგება ფეხზე. მარტო დვანელები რომ ვდგავართ, ეგ არაფერია. არ ვამბობ იარაღის სროლას, იარაღის გარეშე არსებობს გზა, დიპლომატიური, პოლიტიკური გზა, თორემ ხვალ და ზეგ ამ ადგილზე ვეღარც დავდგებით, ზეგ და მაზეგ იქიდანაც გაგვაგდებენ, რაც ადრე გვეკუთვნოდა,“- განაცხადა ასევე ადგილობრივმა მცხოვრებმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42