მისი ადვოკატების თქმით ის ხვალ, 3:00 საათზე აპირებს უწყებაში მისვლას და ამასთან დაკავშირებით ისინი საგამოძიებო უწყებასთან შეთანხმებულები არიან.
„კომუნიკაცია მაქვს ჩემს იურისტებთან. მათ ნათქვამი ჰქონდათ ჩემთვის, პარასკევს, სამ საათზე ვარ დაკითხვაზე. ვიცი მე დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადამიანური ენა არ ესმით, ამიტომ დღეს დავუკავშირდი ჩემს ადვოკატებს,ისინი მეუბნებიან ,რომ ჩვენ ვართ შეთანხმებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან- შენი დაკითხვა შედგება პარასკევს,“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს დილით მალხაზ მაჩალიკაშვილთან, სუს-ის წარმომადგენლები პარლამენტის წინ გაშლილ კარავში მივიდნენ და დაკითხვაზე დაბარების უწყება გადასცეს, რომელიც მაჩალიკაშვილმა არ ჩაიბარა. უწყების წარმომადგენლების ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე დღეს 15:00 საათზე იყო დაბარებული.
მასალის გამოყენების პირობები






