პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული როენა ხუცურაული იგივე, "მამიდა" ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
დაკავებულთან ბრალდებულებთან შესახვედრად, ცოტა ხნის წინ, მათი უფლებადამცველი არჩილ დავითაშვილი მივიდა.
„ბუნებრივია, თავს არ ცნობს დამნაშავედ. უდანაშაულოა, დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება გაჟღერებულ პოზიციას, რომ თითქოს პროსტიტუციისთვის გადასცემდა ადგილს არის გამორიცხული. იქიდან გამომდინარე,რომ მას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება გლდანის ტერიტორიაზე , სასტუმროს სახით, ეს კონსტიტუციური უფლებაა, თუ რა სამართლებრივ დატვირთვას მისცემდა, იჯარით გადასცემდა თუ იპოთეკით დატვირთავდა" - აღნიშნა ადვოკატმა.
როენა ხუცურაული იგივე, "მამიდა" დღეს 4 პირთან ერთად დააკავეს, რომელთაც პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემა ედებათ ბრალად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






