9-10 მაისს მორაობის თეატრში კახა ბაკურაძის „ფაუსტის" პრემიერა შედგება
კულტურა - 18:47, 08 May, 2019     2138

გერმანული წარმატების შემდეგ, კახა ბაკურაძე გოეთს „ფაუსტს" თბილისში, მოძრაობის თეატრის სცენაზე გააცოცხლებს.

36 წლის წინ, მიუნხენში „დოიჩე თეატრში" დადგმული კახა ბაკურაძის „ფაუსტი" უწყვეტი ანშლაგებით მიმდინარეობდა.

ამჯერად მოძრაობის თეატრის დამფუძნებელი თბილისელ მაყურებელს „ფაუსტის" განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს. ქართული სპექტაკლებისთვის აქამდე უცნობი ჟანრებითა და თეატრალური ხერხებით.

რეჟისორის განმარტებით, ეს არის ერთმოქმედებიანი მიმოდრამა.

„გადავწყვიტე ბუტოს ელემენტები შემომეტანა, რომელიც იაპონური თეატრის კაბუკის თეატრის შთამომავალია. ფაუსტი შეიძლება გერმანელია, მაგრამ მეფისტოფელი ყველგან ცხოვრობს. ეს არის მუდმივი ჭიდილი ადამიანსა და ეშმაკს შორის, ადამიანსა და მის მეს შორის, დღესა და ღამეს შორის, თეთრსა და შავს შორის. ხიბლიც ამაშია, გადარჩე, გზა გაიკვალო და სიკეთეები დათესო. ამის უსიტყვოდ, პლასტიკით გადმოცემა უფრო რთულია. მე მგონია, რომ საინტერესო უნდა იყოს ყველასთვის", - აღნიშნავს კახა ბაკურაძე.

კახა ბაკურაძემ 10 წელი ევროპის რამდენიმე თეატრში მუშაობდა, როგორც მსახიობად, ასევე რეჟისორად, სადაც არაერთი წარმატებული სპექტაკლი აქვს დადგმული. 90-იან წლებში რამდენიმე მეგობართან ერთად, გერმანიაში საკუთარი თეატრიც დააფუძნა. როგორც კახა ბაკურაძე აღნიშნავს, ეს იყო სრულიად განსხვავებული თეატრი, რომლის ანალოგიც არ არსებობდა. 2000 წელს თბილისში დაბრუნებისთანავე გადაწყვიტა, ასევე განსხვავებული ქართული თეატრის შექმნა, ახალი ჟანრებითა და მიმდინარეობებით. მოძრაობის თეატრი 2001 წელს დაფუძნდა. 2013 წლიდან თეატრი მუშტაიდის ბაღში , თვითმფრინავის ძველი ანგარის განახლებულ შენობაში ფუნქციონირებს, სადაც მაყურებელს მოდერნისტული Art-გარემო და ინოვაციურობითა და კრეატიულობით გამორჩეული სპექტაკლები ხვდება.

მოძრაობის თეატრს ჟანრების თეატრსაც უწოდებენ, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე დიდი ინტერესით სარგებლობს უცხოელ მაყურებელში. ნებისმიერი ეროვნების მაყურებლისთვის ერთნაირად საინტერესო და გასაგებია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42