უჩა ნანუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს
საზოგადოება - 12:55, 30 Sep, 2013     1836

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და მოითხოვს დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ლაშა ჯაყელის წინააღმდეგ, შეისწავლოს და შეაფასოს მის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების ლეგიტიმური მოთხოვნის შეუსრულებლობის კანონიერება:

„2013 წლის 13 სექტემბერს, მედია საშუალებების ინფორმაცით, ქ. ბათუმში შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე და მისი თანმხლები პირები, რომლებმაც დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავებს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაკავების დროს, ორმხრივი სროლის შედეგად, დაიჭრა როგორც ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე, ასევე პოლიციის თანამშრომელი და ერთი გამვლელი. 

2013 წლის 14 და 15 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული, აჭარისა და გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში, შეხვდა დაკავებულ პირებს. 2013 წლის 15 სექტემბერს, 22:11 საათზე, კი საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული, სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტთან ერთად, იმყოფებოდა შპს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დაჭრილი ბრალდებულის, ჩეჩენი ეროვნების მოქალაქის, იუსუფ ლაკიევის, მოსანახულებლად. მოქალაქე ი. ლაკიევი მოთავსებული იყო ქირურგიული განყოფილების N5 პალატაში და მასთან შესვლა შეზღუდული იყო სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილი პირის (მისივე განმარტების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის - ლაშა ჯაყელის) მიერ. 

აღნიშნული აპარატის ინფორმაციით, ლ. ჯაყელმა საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტს არ მისცა ბრალდებულ ი. ლაკიევთან შეხვედრის შესაძლებლობა. მისი განმარტებით, ი. ლაკიევს არავისთან კონტაქტი არ სურდა.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს განუმარტეს, რომ "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ისინი ახორციელებდნენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განუმარტეს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან კომუნიკაცია ნებაყოფლობითია და თუკი პირადად ი. ლაკიევი უარს განუცხადებდა საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს ახსნა-განმარტების მიცემაზე, აღნიშნული არ განხორციელდებოდა იძულებითი ფორმით, ვინაიდან, კანონმდებლობა საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულისათვის ახსნა-განმარტების მიცემის სავალდებულოობას არ ადგენს. 

მიუხედავად ამისა, შსს-ს თანამშრომელმა, ლაშა ჯაყელმა, მაინც არ მისცა მათ პალატაში შესვლის საშუალება. ამასთან, შეკითხვაზე - თუ ვინ იმყოფებოდა პალატაში იუსუფ ლაკიევთან - საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტმა შსს-ს თანამშრომელ ლაშა ჯაყელისგან პასუხი ვერ მიიღეს.
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტის მისვლისას ი. ლაკიევის პალატაში ენთო შუქი, სადაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტმა, პაციენტის გარდა, შეამჩნია კიდევ ორი პიროვნება, რომლებსაც ეცვათ სამხედრო ფორმის შარვლები, შავ მაისურზე გადაცმული ჰქონდათ სამხედრო ქურთუკები და ხმამაღლა საუბრობდნენ. თუმცა, ლ. ჯაყელი ამტკიცებდა, რომ ი. ლაკიევს არ სურდა არავისთან კონტაქტი.

იმავე დღეს, 22:40 საათზე საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული, სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტთან ერთად, შეხვდა ი. ლაკიევის მკურნალ ექიმს, რომელმაც აღნიშნა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მასთან საუბარი შესაძლებელი იყო. ექიმი გასაუბრების შეზღუდვის საფუძველს ვერ ხედავდა.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით. 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნებით, მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით. შესაბამისად, მისთვის დაბრკოლებათა შექმნა წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას, რაც დასჯადია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1734–ე მუხლით“, - ნათქვამია მიმართვაში. 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42