"გოგონას ვუთხარი, ამაში მოშარდეთ-მეთქი და რა მოვშარდოო?... ევროკავშირი არა ჭუ*უო"
სოც.მედია - 15:36, 06 May, 2019     38905
მწერალი ალეკო შუღლაძე, სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას წერს:


„პურის რიგში გინეკოლოგი გავიცანი, ხუმარა აღმოჩნდა.

„- ერთი აქეთ მომისმინე, ძმაოო, - მითხრა მე, - ასეთი რამ ადრე არ ხდებოდაო.

- რა-მეთქი?

- გოგონა შემოვიდა, ორსულად იყო, მკითხა, ბიჭია და თუ გოგოო. მე ვუთხარი, ჯერ პატარაა, 15 მილიმეტრისაც არ იქნება, როგორ დავინახო, ვინ არის-მეთქი? შევატყე, რომ ვერ მიხვდა, რა ვუთხარი. გავუმეორე, 15 მილიმეტრისაც არ არის, ხომ გახსოვს, სანტიმეტრში რამდენი მილიმეტრია-მეთქი? სადღაც ზემოთ აიხედა და ახლა დაღლილი ვარ და ვერ ვიხსენებო.

მერე ქალი შემოვიდა, როგორ გავიგო ორსულად რომ ვარო და მე ვუთხარი, თუ არ მოგივიდა, 15 დღე გადათვალე და იმ დღეს ნახე, როგორ იქნები-მეთქი. ძალიან ჩაფიქრდა, მერე წასვლა დააპირა, მაგრამ ვერ წავიდა და უცბად მკითხა, რომ მეუბნებით 15 დღეო. ამ თვეში 20 მაისს ველოდები, იქიდან 15 დღე რომ გადავთვალო, 35 მაისი... ეგ როგორ იქნებაო? გავშტერდი, ვიფიქრე, დამცინის-მეთქი, მაგრამ ხუმარას არ ჰგავდა... მაისის მერე ივნისი მოდის-მეთქი და ამანაც ზემოთ აიხედა, გაეღიმა და ხო, მართალი ხართო...

ეგ კიდევ არაფერი, ცოლ-ქმარნი შემოვიდნენ, ისინიც ემბრიონის პერიოდში იმყოფებოდნენ და დამაინტერესა ელემენტარულ ცოდნაში რას წარმოადგენდნენ და ისევ მილიმეტრებს მივაწექი. ესენიც დაიბნენ. მაინც შეპარვით ვკითხე, ისე ხომ იცით, სანტიმეტრში რამდენი მილიმეტრია-მეთქი?“

აქ გინეკოლოგმა გადმომხედა და მკითხა: „როგორ გგონია, კაცმა რა ციფრი დაასახელეაო? რაღაც მრგვალი ხომ უნდა ეთქვა, მაგალითად, 20, ან 50. იმ ჩემისამ იცი რა მითხრა - ოთხიო (4).

ბოლოში დედა-შვილი შემოვიდნენ. გოგონას ვუთხარი, ამაში მოშარდეთ-მეთქი და რა მოვშარდოო?“

გამეცინა.

„იცინე, იცინეო, მითხრა გინეკოლოგმა, ევროკავშირი არა ჭუჭუო.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42