ზუგდიდში, ოპოზიციის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი ფულის სანცვლოს - ედემი თოდუასთან გარიგების ფაქტებზე ისაუბრა დღეს, ზუგდიდში სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა.
„ნიუპოსტმა“ შეძლო გასაუბრებოდა თავად ედემი თოდუას.
როგორ ედემი თოდუა აცხადებს, რომ მას გოგა ზუხბაია შეხვდა და გაერთანებული ოპოზიციის წინააღმდეგ მიცემული ინტერვიუს სანაცვლოდ 1000 ლარი მისცა. ედემი თოდუას თქმით, იმ მომენტში არ იცოდა რა საქმეზე მიდიოდა და აღიარებს რომ შეცდომა მოუვიდა.
„გოგა ზუხბაიამ მითხრა, რომ თუ გინდა 1000 ლარს მოგცემო და ვინ მომცემსთო და არის კაციო და თუ გინდაო, მე ვუთხარიკ, კაი ვნახოთთქო. გავედით, მაღაზიაში შევედი, სპორტული გაზეთი ავიღე და გამოვედი დადიანების სასახლისკენ. შევხვდით ჟურნალისტს. 600 ლარი ავიღე და 400 კიდევ უნდა მოეცათ. მე ვნერვიულობ იმას, რატომ მომივიდა ასე და ძალიან ვნანობ.“ - განუცხადა ნიუპოსტს ედემი თოდუამ.
მასალის გამოყენების პირობები






