აქცია სოფელ დვანში იმ ადგილთან ახლოს გაიმართა, სადაც ოკუპანტებმა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებული სამუშაოები განაახლეს. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ხელისუფლებას ამ მიმართლებით უფრო გააქტიურება მოსთხოვეს
,,როდესაც შენს თვალწინ საზღვარს გიწევენ, მემგონი ღირსება ცოტათი მაინც უნდა შეგელახოს ადამიანს და მეორე, რაც მართლა მაინტერესებს, გუშინ ბატონმა პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის გამოცდა, მაინტერესებს ვინ აწყობს გამოცდას, ვინ არიან გამომცდელები და ვინ - აბიტურიენტები? და საერთოდ, ეს ხომ არ არის ევრაზიულ კავშირში მისაღები გამოცდები“, - აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი გია ჭანტურია.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლა სოციალური ქსელით დაიგეგმა და ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა დვნაში ჩასულიყო და საკუთარი პროტესტი გამოეხატა.
მასალის გამოყენების პირობები






